პრემიერ ლიგა მინიმუმ 30 აპრილამდე გადაიდო, რას აპირებს ლა ლიგა?

  • 19-03-2020, 20:49
  • პრემიერ ლიგა მინიმუმ 30 აპრილამდე გადაიდო, რას აპირებს ლა ლიგა?

    ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატი ოფიციალურად 30 აპრილამდე გადაიდო. გადაწყვეტილება პრემიერ ლიგის წარმომადგენლებმა ვიდეოკონფერენციის შედეგად მიიღეს.

    ინგლისის მსგავსად, ყველა ევროპულმა ქვეყანამ გადადო შიდა ჩემპიონატები, თუმცა კონკრეტული თარიღი დასახელებული არ არის. ლა ლიგამ ჩემპიონატის ორი ტური ოფიციალურად გადადო, თუმცა ზუსტად არავინ იცის, როდის განახლდება ესპანეთში საფეხბურთო სეზონი.

    კითხვის ნიშნებს ესპანეთში არსებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობა ბადებს. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად ესპანეთში 17 000-ზე მეტი ინფიცირებულია, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 803-ს აღწევს.

    ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ შესაძლოა ლა ლიგა მაისის შუა რიცხვებამდე გადაიდოს.

    Cadena SER-ის ინფორმაციით კი, ესპანეთის ჩემპიონატის პირველი და მეორე დივიზიონის მატჩები 23 აპრილის შემდეგ განახლდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    19 მარტი 2020 21:36

    ჩვენ გვაწყობს სუარესი ბოლომდე გამოჯანმრთელებული დაბრუნდება

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    19 მარტი 2020 21:04

    თურქეთის სუპერ ლიგაც გადაიდო ახლა მართლა რას შევხედო

    1
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    19 მარტი 2020 20:58

    რა ამბავია ? რა ხდება? ამდენი სტატიები გაგანია სეზონის დროს არიდება ხოლმე! წაკითხვას ვერ ვასწრებ!

    2
    გასულია
    kingarturo ფანი [?]

    19 მარტი 2020 20:51

    გვიან დასრულდება ანუ სეზონები.

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge