დანი ოლმო ხსნის, თუ რატომ ვერ დაბრუნდა "ბარსაში"

დანი ოლმო ხსნის, თუ რატომ ვერ დაბრუნდა "ბარსაში"

"ბარსელონას" ყოფილი და გერმანული "ლაიფციგის" ამჟამინდელი ფეხბურთელი, დანი ოლმო ხსნის, თუ რატომ ვერ მოახერხა კატალონიაში დაბრუნება.

"ვფიქრობ, რომ "ბარსელონას" ინტერესი საკმარისად დიდი არ იყო. ნოემბერში ისინი ჩემს აგენტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თითქოს ძალიან სურდათ ჩემი სწრაფად გაფორმება, მაგრამ შემდეგ მათ ყველაფერი გაურკვეველი მიზეზებით გადადეს.

იანვრის ბოლოს "ბლაუგრანამ" მოცდა მთხოვა, როცა დაინახა, რომ "ლაიფციგთან" კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს ვიყავი", - განაცხადა ოლმომ Mundo Deportivo-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, "ბარსა" ოლმოს შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ცდილოდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და საბოლოოდ, 25 იანვარს 21 წლის ესპანელი ზაგრების "დინამოდან" იულიან ნაგელსმანის გუნდს შეუერთდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 19 მარტი 2020 18:56
    1
    ამას თავი უნდა დავანებით სერიოზულად უნდა შევხედოთ გუნდის შენების საკითხს
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #1 19 მარტი 2020 17:22
    2
    ლაიპციგში სჯობდა რა თქმა უნდა, იქ მეტი დრო და პრაქტიკა ექნება, თან უჩლ_ზეც არიან და მერე შეიძლება კიდევ ამასთან მიბრუნება