Bild: "ბარსელონა" ლეროი სანესთვის იბრძოლებს

Bild: "ბარსელონა" ლეროი სანესთვის იბრძოლებს

გერმანული Bild-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავით, ლეროი სანეთი დაინტერესდა.

წყაროს ცნობით, სანეს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვება უნდა. 24 წლის ფეხბურთელის შეძენის მთავარ კანდიდატად "ბაიერნი" ითვლება, თუმცა ახლა საქმეში უკვე "ბარსელონა" და "რეალიც" ჩაერთნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენელები გერმანელი შემტევის წარმომადგენლებს უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ და საკმაოდ მიმზიდველი გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზეს. სანეს სამშობლოში დაბრუნების ვარიანტი იზიდავს, მაგრამ მას "ბლაუგრანაში" ან "სამეფო კლუბში" თამაშის შესაძლებლობამ, შესაძლოა, გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. ლეროის მსურველთა რაოდენობის ზრდა მეტ პრობლემას უქმნის "ქალაქელებს", რომლებსაც ფეხბურთელის შენარჩუნების იმედი მაინც აქვთ.

ლეროი სანეს, რომელსაც "სიტისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება, მიმდინარე სეზონში, რთული ტრავმის გამო, ჯერ არ უთამაშია. ივარაუდება, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება, თუმცა, ჯერჯერობით, ყველა ჩემპიონატი შეჩერებულია, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემიაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #14 29 მარტი 2020 15:43
    1
    ციტატა: გიგსონა
    მაშინ დემბელე უნდაბჩართონ ტრანსფერში და ლაუტარო ვიდალის და რაკიტიჩის ნაცვლად ეგ თუ გამოვიდა მშვენიერი იქნება, ლაუტარო კაია მაგრამ მე მაინც ვერნერი მინდა ბარსაში მის უკან გრიზმანი ფლანგებზე მესი სანე და ნახევარდაცვა დეიონგი და ჰავერცი ან დრაქსლერი აი მერე იქნება ტრიპლეტი, ისე დაცვის ხაზიც გამოსაცვლელია, პიკე ბევრ საბედისწერო შეცდომებს უშვებს და საბოლოოდ გუბდს ეს ძვირად უჯდება, ხიმენესი ლაპორტი ან დელიხტია საჭირო ან კიმპემბე, და სემედუს ნახვლად ბელერინი ❤️

    ვენგერი? 😁
    გიგსონა
    სტუმარი [?]
    #13 19 მარტი 2020 23:56

    #12 19 მარტი 2020 19:24
    1
    ისე რა მაინტერესებს იცით, ამ ლაუტაროზე რომ აბოდებთ იმ ხალხს რატო გგონიატ რომ ჭ კლასის იტიალიის ჩემპიონატში თუ შვება რამეს და ინტერში , ბარსას რო მოერგება. ? მე ძაან მეპარება ეჭვი რო ლაუტარო გამოადგება ბარსას
    [?]
    #11 19 მარტი 2020 15:52
    1
    ციტატა: ხავი ლეგენდა
    დემბელე ჩადგეს ფორმაში და ყველა ნახავს რა შეუძლია.თუ ვინმეს ჰგონია კიდე რომ სანე დემბელეზე ნაკლებად იქნება ტრამვიანი ცდება.ჯერ ერთი ეს არავინ იცის და მეორეც ერთი ისეთი ტრავმა აქვს გადატანილი ერთი რეცედივი და კარიერა ფაფუ

    თუ არავინ იცის სანე ტრავმიანი იქნება თუ არა რატო ამბობ ცდებაო. ესეიგი შენ გცოდნია :D მერე როცა ტრავმის სიმძიმეზე ლაპარაკობ დემბელემ უკვე უუმძიმესი 3 ტრავმა და საშუალო სიმძიმის 7 ტრავმა გადაიტანა. სანემ კიდე ერთი მიიღო მანამდე საერთოდ არ იყო ტრავმიანი. სტაბილურად ჩაატარა მთელი წინა სეზონი. შენ დემბელეს ფანი ხარ და ღმერთმა გაგიმარჯოს, მეც დიდად ვგულშემაკტივრობდი მაგ ბიჭს მარა მორჩა ყელში ამოვიდა. როგორც მოთამაშე ამ ეტაპზე სანე მირჩევნია დემბელეს მე პირადად და მორჩა აქ ლაპარაკი, რაც არ უნდა წერო აზრს ვერ შემაცვლევინებ. ნახევარდაცვაში კიდე კანტე კარგია მარა გაცილებით მაგარი იქნებოდა პიანიჩის დათრევა. იუვე ყიდის, კანტეზე კაი 40 მილიონით ნაკრები დაჯდება, კანტეს 100 ზე ნაკლებად არ მოგვცემენ. პიანიჩს კკიდე რაკიტიჩს + 25-30 ად მოვიყვანთ. ერთი 4 წელი ითამაშებს მინიმუმ. არტურის იმედზე ყოფნაც აღარ მოგვიწევს, საჭირო დროს ბუსის ადგილეც დადგება და ნებისმიერ პოზიციაზეც ნახევარდაცვაში. კანტეზე ბევრად კრეატიულია და ბარსას სტილთან ახლოს მყოფიც. მოკლედ პიანიჩზე ღირს ცდა
    პიკე81
    სტუმარი [?]
    #10 19 მარტი 2020 14:22
    1
    არ ვიცი რააა,ამის ტრამვები მაშინებს მიდრეკილია ამისკენ თორე მშვენიერი ვარიანტია,ეს ფორმაში ნეისაც დაიხევს.ბოლო ბოლო ნეიც მიდრეკილია ტრამვისკენ თან ასაკი მეტი აქ და მითუმეტეს ტაკი მასხარააა.ნეიში 150 ბევრია და არ არი ბოლომდე გამართლებული,ნუ დემბელეს იმედი მე სულ მთლად გადამეწურა,როდისღა ბატონო როდის
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #9 19 მარტი 2020 12:15
    4
    სანე ძაააან მაგარია, მაგრამ დემბუზი მირჩევნია.
    Culé [?]
    #8 19 მარტი 2020 12:12
    5
    მოიყვანეთ ეს რა , მართლა ძალიან მაგარია ეს თუ ჩადგა ფორმაში გავარტყი ნეიმარს))
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #7 19 მარტი 2020 11:30
    6
    ვისაც საუკეთესო სანე ნანახი აქვს იტყვის რომ ამის მოსვლა მართლაც ღირსო. მე პირადად მგონია რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ეს თვით ნეიმარის მოსვლასაც გადაფარავს
    ნიგოზეთი
    სტუმარი [?]
    #6 19 მარტი 2020 10:22
    6
    უდიდესი ნიჭი აქვს, მენანება გასაშვებად https://www.facebook.com/elcracksoy/videos/1040374169489267/
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 მარტი 2020 09:19
    3
    ციტატა: ხავი ლეგენდა
    ციტატა: Don_Andresito
    ამის ტრანსფერის უპირატესობა ისაა რო ამის და ლაუტაროს ერთად დათრევა შეიძლება. შევიდეს ფორმაში და ვნახოთ. არ მგონია მართლა იბროლონ ბართომეუს ჩაყრილი სტატიებია მარა ცუდი არ იქნებოდა. რასაც დემბელესგან ვითხოვთ იმას გააკეთებდა და ტრავმიანობის მხრივ უკეთესი თუ არა უარესი უბრალოდ ვერ იქნება. თან მარცხენა ფლანგი მაგარი მოტიტვლებულია ბარსაში და მამენტ შანსი თუ მიეცა მოვა. ბაიერნს იქ გნაბრი კომანი დევისი ყავს, რეალს აზარი ასენსიო ვინისიუსი და ეგეთ კონკურენციაში არ წავა. ან დარჩება სადაცაა ან ბარსა უნდა აწყობდეს. პეპსაც არ აქვს ამასთან კარგი ურთიერთობა და ახალი სისხლი უნდა შეტევაში და გაგვიცვალოს დემბელეში :D დემბოს პერსო ფანები ნუ გამინაწყენდებით. პროსტა მე ეს ბიჭი მირჩევნია

    დემბელე ჩადგეს ფორმაში და ყველა ნახავს რა შეუძლია.თუ ვინმეს ჰგონია კიდე რომ სანე დემბელეზე ნაკლებად იქნება ტრამვიანი ცდება.ჯერ ერთი ეს არავინ იცის და მეორეც ერთი ისეთი ტრავმა აქვს გადატანილი ერთი რეცედივი და კარიერა ფაფუ

    დემბელე ძალიან გვაკლია.
    ვფიქრობ დემბელე ლაუტარო და მესი გაამართლებს ერთად.ლაუტარო და დემბელე კიდე მოუმატებენ და მომაკვდინებელი შეტევა ეყოლება ბარსელონას შეტევაში ლაუტარო მიიყვანონ და რესურსი გვეყოფა.ფატი ტრინკაუ და ბრეიტუაიტიც გცეყოლება.
    თუ რაკეტა და ვიდალი წავლენ მაშინ ერთი გამოცდილი ცენტრი დაგვჭირდება.თორე დე იონგის და არტურის იმედად ყოფნა მარტო კარგს არაფერს მოგვიტანს.
    მე ლიჩნად კანტე მინდა.ანხელინიო და ერიკ ბაილი მანიუდან

    დემბელე გვაკლია? და ნეიმარი არ გვაკლია? მე არვიცი რას ელოდებით დემბელესგან, რომელიც ყოველ მეორე თამაშში ტრამვას იღებს, დრიბლინგის დროს ფეხები ერთმანეთში ეხლართება, არც პასები არ უვარგა. მაგის შედარება ნეიმართან არც კი შეიძლება. მესი ლაუტარო და დემბელე გაამართლებს? ღმერთმა ქნას, ოღონდ მე არ მჯერა. მესი, ნეიმარი და ვინც გინდა:სუარესიც, გრიზმანიც, და დაჟე ფატიც კი გაამართლებენ ერთად აქ ორი აზრი არ არსებობს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 მარტი 2020 05:19
    6
    ძლიიიიივს როგორც იქნა დაინტერესდნენ ამით უეჭველი უნდა მოვიყვანოთ ეს უკლასნესია ძაან მაგარი შეტევა გვეყოლებოდა ფლანგებიდან ამის და დემბელეს სახით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #3 19 მარტი 2020 03:43
    3
    ამის ტრანსფერის უპირატესობა ისაა რო ამის და ლაუტაროს ერთად დათრევა შეიძლება. შევიდეს ფორმაში და ვნახოთ. არ მგონია მართლა იბროლონ ბართომეუს ჩაყრილი სტატიებია მარა ცუდი არ იქნებოდა. რასაც დემბელესგან ვითხოვთ იმას გააკეთებდა და ტრავმიანობის მხრივ უკეთესი თუ არა უარესი უბრალოდ ვერ იქნება. თან მარცხენა ფლანგი მაგარი მოტიტვლებულია ბარსაში და მამენტ შანსი თუ მიეცა მოვა. ბაიერნს იქ გნაბრი კომანი დევისი ყავს, რეალს აზარი ასენსიო ვინისიუსი და ეგეთ კონკურენციაში არ წავა. ან დარჩება სადაცაა ან ბარსა უნდა აწყობდეს. პეპსაც არ აქვს ამასთან კარგი ურთიერთობა და ახალი სისხლი უნდა შეტევაში და გაგვიცვალოს დემბელეში :D დემბოს პერსო ფანები ნუ გამინაწყენდებით. პროსტა მე ეს ბიჭი მირჩევნია
    dima359
    სტუმარი [?]
    #2 19 მარტი 2020 03:28
    3
    მე პირადად მომწონს ეს ფეხბურთელი, ბურთს როცა იღებს ყოველთვის გამწვავებას უნდა ელოდო. ყველაფერი ფასზე და ტრავმებზე არის დამოკიდებული, ორი ას მილიონიანი დემბელე არ გვჭირდება მაგრამ ფორმაში თუ ჩადგნენ ორივე ფლანგს ააწიოკებენ.
    Culé [?]
    #1 19 მარტი 2020 03:15
    2
    უძლიერესია, პირველად ეს მახსოვს რეალს რო ეთამაშა შალკე და სახე აახია... მოკლედ უთამაშებელი კია მაგრამ მომჯობინდა, სისტემატიურად არა მაგრამ 1 თუ 2 ითამაშა