Sport: კიკე სეტიენი კოუტინიოს დაბრუნებით მოხარული იქნება

Sport: კიკე სეტიენი კოუტინიოს დაბრუნებით მოხარული იქნება

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი, კლუბის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, ფილიპე კოუტინიოს გუნდში დაბრუნებას მიესალმება. ინფორმაციას Sport ავრცელებს.

ბოლო პერიოდში, ბრაზილიელის მომავალთან დაკავშირებით უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ვრცელდება. მიუნხენის "ბაიერნის" მესვეურებს კოუტინიოს გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ჯერ-ჯერობით, არ მიუღიათ. ფეხბურთელის მომავალს, აგრეთვე, რამდენიმე ინგლისურ კლუბს უკავშირებენ. თუმცა მის კატალონიაში შესაძლო დაბრუნებაზე არავინ საუბრობს.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ "ბარსელონა" 27 წლის ბრაზილიელის "მოცილებაზეა" გადასული და მის დაბრუნებაზე არ ფიქრობს. განსხვავებული აზრი აქვს კიკე სეტიენს, რომელიც კოუტინიოს ინიესტას როლში ხედავს და თვლის, რომ მას, თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, წარმატების მიღწევა კვლავ შეუძლია.

გამოცემა წერს, რომ კლუბმა და სეტიენმა ზაფხულის სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა გამართეს და განხილვის ერთ-ერთი თემა, რა თქმა უნდა, კოუტინიოს მომავალიც იყო. საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ხელმძღვანელობა იღებს, სეტიენის იდეებისა და ხედვების გათვალისწინებით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    პიკე81
    სტუმარი [?]
    #3 19 მარტი 2020 14:31
    0
    ვფიქრობ რო იმსახურებს შაანს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 მარტი 2020 23:20
    3
    თუ ეს დატოვეს ჩათვალეთ კოუტინიოც დაბრუნდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 18 მარტი 2020 20:50
    10
    ჩემი აზრით უნდა მივცეთ დრო არ მჯერა ამ კლასის ფეხბურთელნა მისი სიტყვა ვერ თქვას აუცილებრად უნდა დავიბრუნოთ