"ბარსელონა" სემედუსა და ფირპოს გაყიდვას გეგმავს

  • 18-03-2020, 17:26
  • "ბარსელონა" სემედუსა და ფირპოს გაყიდვას გეგმავს

    Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" გუნდის მარჯვენა და მარცხენა მცველების, ნელსონ სემედუსა და ჟუნიორ ფირპოს გასაყიდად მზადაა.

    კატალონიური წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონას" სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი ფირპოს აღარ ენდობა. მისი აზრით, 23 წლის დომენიკელი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" თამაშის ინტენსივობას თავს ვერ ართმევს.

    რაც შეეხება სემედუს, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ სეზონში კარგად გამოიყურება, აბიდალი 26 წლის პორტუგალიელზე სამომავლო იმედებს არ ამყარებს.

    წყაროს ცნობით, სემედუთი "პარი სენ-ჟერმენი" ინტერესდება, ფირპოს მსურველი კი ჯერ არ გამოჩენილა.

    რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბი ზაფხულში ტრანსფერებიდან მინიმუმ 130 მილიონ ევროს გამომუშავებას გეგმავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    shagu წევრი [?]

    18 მარტი 2020 20:45

    რა მიკვირს იცით? აი ზუსტად ამაში ჩანს რომ, ბარსას არაფრის მაქნისი ხელმძღვანელობა ყავს! დანი ალვეშის წასვლის შემდეგ ფაქტიურად გუნდში მარჯვენა მცველის პრობლემაა, ისევე როგორც მარცხენა ფლანგზე!! ფირპოს ამბავი კიდე ვაფშე რავიცი.. ისეთები მოყავთ მართლა რომ არარიან ბარსას სტილის და დონის. ჯერ დინიე ახლა ფირპო არცერთმა არ გაამართლა))

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    18 მარტი 2020 19:36

    ციტატა: frenkie dejong21
    იან კოუტო რომ არის ბრაზილიელი ეგ ბიჭი უნდა ვიყიდოთ უეჭველიი

    კოუტო სიტიმ წაიყვანა მემგონი

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    nikusha გულშემატკივარი [?]

    18 მარტი 2020 19:29

    ორივე გასაყიდია და დასაბრუნებელია მუსა ვაგე, ემერსონი (მარჯვნივ) და კუკურელია/გრიმალდო (მარცხნივ) ანდა საყიდელია ალაბა/ანხელინიო ან რავი ვინმე ნორმალური მთავარია მირანდა არ დააბრუნონ

    0
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გასულია
    NEYBarca ფანი [?]

    18 მარტი 2020 19:08

    ციტატა: frenkie dejong21
    იან კოუტო რომ არის ბრაზილიელი ეგ ბიჭი უნდა ვიყიდოთ უეჭველიი

    გეთანხმები და მარცხნივ ? უფრო კუკურელა ალბას დუეტი მგონია

    0
    გასულია
    frenkie dejong21 გულშემატკივარი [?]

    18 მარტი 2020 18:52

    იან კოუტო რომ არის ბრაზილიელი ეგ ბიჭი უნდა ვიყიდოთ უეჭველიი

    1
    გასულია
    Aroni წევრი [?]

    18 მარტი 2020 18:36

    ეხლა ალბათ, როგორც ყოველთვის ჯერ გაყიდიან და მერე ფათიფუთით დაიწყებენ შემცვლელის ძებნას. ჯერ შემცვლელებთან მოაგვარონ სატრანსფერო სიტუაცია და მერე გაყიდონ...

    1
    გასულია
    kortoxa23 Culé [?]

    18 მარტი 2020 18:12

    უკვე წლებია მარჯვენა ფლანგი დაგვისუსტდა, დაწვებული ალვაშის ბოლო 2-სეზონისა განსაკუთრებით ბოლოსი დღემდე ვერ მოგვარდა ეს ფლანგი. სემედუს გაშვებით კვლავ სისულელე არ გავაკეთოდ და როგორც ალვაშის გაშვების შემდეგ კვლავ არ დავრჩეთ რობერტოს იმედად, ჯერ მოვიყვანოთ ღირსეული მარჯვენა მცველი. ბაიერნს არ უნდა კოუტინიო თორე კიმიხის გაცვლაზე შეიძლებოდა ჩალიჩი

    2
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    გასულია
    basa7 ფანი [?]

    18 მარტი 2020 17:54

    ორივე გასაყიდია. სემედუ მეტს ვერ გაიზრდება, მოკლა ვალვარდემ თორემ კარგი ბიჭი იყო. ეს ფირპო კი ვერ გავიგე რისი მაქნისია საერთოდ

    2
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    18 მარტი 2020 17:45

    სემედუს ხელი არ დაედოს თქვენ ხომ არ უბერავთ ამაზე უკეთესი ვინ უნდა მოიყვანოთ

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა
    FloweN წევრი [?]

    18 მარტი 2020 17:30

    სემედუს თუ ყიდიან კიმიხის მეტს უკეთესს ვერ მოიყვანენ)))) კიმიხს კიდე არ გამოუშვებს არავინ.

    2
    გასულია
    Lionel Messi - 10 ფანი [?]

    18 მარტი 2020 17:28

    აბიდალი ერთ ადგილს ათამაშებს უკვე 😁 როცა ვინმეს გაყიდვას აპირებ ჯერ უკეთესი უნდა მოიყვანო. აბიდალის როგორც ექს ფეხბურთელის მიმართ პატივისცემის მიუხედავად ხელმძღვანელიბაში სრული იდიოტები არიან თითქმის მთელი შტაბის რეორგანიზაცია უნდა მოხდეს რათქმაუნდა ბართუშას თამადობით.

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge