Sport: "ბაიერნი" კოუტინიოს ბედს მაისში გადაწყვეტს

Sport: "ბაიერნი" კოუტინიოს ბედს მაისში გადაწყვეტს

კატალონიური Sport ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. წყარო ჯერ იტყობინებოდა, რომ "ბაიერნი" ფილიპე კოუტინიოს გამოსყიდვას არ აპირებს, შემდეგ კი ავრცელებს ცნობას, რომ მიუნხენური გუნდი გადაწყვეტილებას მაისში მიიღებს.

ივარაუდება, რომ ევროპული ჩემპიონატები, მათ შორის ბუნდესლიგა, მაისის დასაწყისში განახლდება. Sport-ის ცნობით, სწორედ მაისში მიიღებს "ბაიერნი" გადაწყვეტილებას, გამოისყიდის თუ არა კოუტინიო 90 მილიონ ევროდ. ბოლო ინფორმაციით, სწორედ 90 მილიონამდე შეამცირა "ბარსამ" ის 120 მილიონი, რომელზეც მხარეები მანამდე იყვნენ შეთანხმებულები.

კატალონიური გამოცემის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ "ბაიერნი" კოუტინიოს შენარჩუნებაზე უარს იტყვის, "ბარსელონა" ბრაზილიელის კიდევ ერთხელ განათხოვრების ვარიანტს განიხილავს. მის მომდევნო დანიშნულების ადგილად კი ინგლისი განიხილება - ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც კოუტინიომ იმედები გაამართლა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 მარტი 2020 17:42
    0
    არ გამოისყიდის ამას ბავარია ტრუხა ბაზარია
    ციტატა: kingarturo
    მსდ ძმაო აი ლაუტაროს თამაშებს თუ არ უყურებ არ ვიცი, საიდან მოგაქვს მსგავსი აზრები თქვი კაცურად რო ცუდი იგროკია ლაუტარო? რაღაცეებზე გიყვარს ჩაციკვლა და ეგაა, ამდენი ხალხი დებილები ვართ ესეიგო.

    ეგ რა შუაშია მოდი მაშინ მითხარი რატო უნდა გადაიხადონ ლაუტაროში 100 მილიონზე მეტი როცა მისი გოლების რეალიზაციის კოეფიციენტი დაბალია და რომელიც არ არის სუფთა ფორვარდი(ეგეთი გრიზმანიც გვყავს გუნდში) და რატო არ უნდა მოიყვანონ ვერნერი რომელიც 60 მილიონი ღირს სუფთა ფორვარდია და გოლების რეალიზაციის პროცენტი გაცილებით ბევრად მაღალი აქვს ვიდრე ლაუტაროს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued