"ესპანიოლმა" კორონავირუსის 6 შემთხვევა დაადასტურა

"ესპანიოლმა" კორონავირუსის 6 შემთხვევა დაადასტურა

ესპანეთის ლა ლიგაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება. ამჯერად ქალაქ ბარსელონას საფეხბურთო კლუბმა, "ესპანიოლმა", კორონავირუსის 6 შემთხვევა დაადასტურა.

"ესპანიოლის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კორონავირუსი კლუბის ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო და ტექნიკურ შტაბს დაუდასტურდათ. დაინფიცირებულთა ვინაობა ცნობილი არაა. კლუბში აცხადებენ, რომ მათ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.

"ესპანიოლმა" დაგეგმილი ვარჯიშები რამდენიმე დღის წინ გააუქმა. გუნდის ყველა ფეხბურთელი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. ივარაუდება, რომ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, რადგან გასულ კვირას ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს ერთმანეთთან ახლო კავშირი ჰქონდათ.

ცნობილია, რომ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის ახლა უკვე კორონავირუსის 20-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 მარტი 2020 16:26
    0
    "კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, რადგან გასულ კვირას ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს ერთმანეთთან ახლო კავშირი ჰქონდათ".
    ეს "ახლო კავშირი" რას ნიშნავს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 მარტი 2020 14:41
    0
    სრული განუკითხაობაა :(( დღითიდღე უარესდება მდგომარეობა
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★