ლა ლიგა არ გაუქმდება და 30 ივნისამდე დასრულდება

  • 17-03-2020, 22:22
  • ლა ლიგა არ გაუქმდება და 30 ივნისამდე დასრულდება

    დღეს გამართული ვიდეოკონფერენციის დროს, UEFA-სა და ევროპული საფეხბურთო ასოციაციების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ყველა ქვეყნის შიდა ჩემპიონატი გაგრძელდება და 30 ივნისამდე დასრულდება. ამ ინფორმაციას Tribuna ავრცელებს.

    შეიძლება ითქვას, რომ ეს ინფორმაცია დაადასტურა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიმა, ლუის რუბიალესმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

    "ტურნირები 30 ივნისამდე უნდა დასრულდეს, მაგრამ ეს ვადა ძალიან მკაცრადაც არაა განსაზღვრული. მთავარია, რომ სამართლიანობის პრინციპი დაცულია. გუნდებმა საუკეთესოს წოდება მოედანზე უნდა მოიპოვონ და უსამართლობას ადგილი არ ექნება. ამ შემოთავაზებას მხარი ყველამ დავუჭირეთ." - ციტირებს რუბიალესის სიტყვებს Marca.

    როგორც ირკვევა, ტურნირების, მათ შორის ლა ლიგის მიმდინარე სეზონის გაუქმების საკითხი არ განიხილება და ისინი აუცილებლად დასრულდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    18 მარტი 2020 10:02

    ჩემპიონთა ლიგაზე რა იქნება? ეროვნულ ჩემპიონატების პარალელურად გაგრძელდება თუ ისევ რაღაც ოთხთა ტურნირად გადააკეთებენ?

    ციტატა: barca`barca
    ხო მაგრამ საკითხავია შეძლებენ კი?? ამ ვირუსს ბოლო არ უჩანს ჯერჯერობით :((

    ზაფხულში, უნდა არ უნდა ეპიდემია ჩაქვრება ანუ დაიძინებს და ისევ სიცივეებს დაელოდება თუ მანამდე მაგის წამალი არ გამოიგონეს.

    0
    გასულია
    me da barca Culé [?]

    18 მარტი 2020 02:38

    კი ამბობენ გაგრძელდებაო, მაგრამ ვინმემ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ეპიდემია? ვარაუდის დონეზე ამბობენ.

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    18 მარტი 2020 01:54

    ძალიან კარგი

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    18 მარტი 2020 01:12

    ღმერთმა ქნას ივნისში დასრულდეს, თუნდაც ივლისში

    2
    გასულია
    barca`barca Culé [?]

    18 მარტი 2020 00:19

    ხო მაგრამ საკითხავია შეძლებენ კი?? ამ ვირუსს ბოლო არ უჩანს ჯერჯერობით :((

    3
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გასულია
    msd10911 წევრი [?]

    17 მარტი 2020 23:35

    კარგია რო გაგრძელდება თორე რა გაუძლებდა რეალის ფანებს

    1
    გასულია
    Magician Culé [?]

    17 მარტი 2020 23:31

    ნუ, ლოგიკურია. ახლა რომ "ბარსელონა" ჩემპიონი გამხდარიყო, უსამართლობა იქნებოდა, ერთი მხრივ და მუდამ წამოგვაძახებდნენ სხვა გუნდის ფანები.

    8
    --------------------
    GRACIES JOHAN...

    პარტნიორები

    Flashscore.ge