ლა ლიგის პრეზიდენტი: ვფიქრობ, მიმდინარე გათამაშება ბოლომდე ჩატარდება

ლა ლიგის პრეზიდენტი: ვფიქრობ, მიმდინარე გათამაშება ბოლომდე ჩატარდება

შენიშვნა: მასალა, თავდაპირველად, გამოქვეყნებული იყო სათაურით "ლა ლიგის პრეზიდენტი: ვფიქრობ, მიმდინარე გათამაშება ჩაიშლება", რისი მიზეზიც ტებასის სიტყვების ესპანურიდან ინგლისურად არასწორი თარგმანია.

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი იმედოვნებს, რომ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშება არ გაუქმდება და დარჩენილი თამაშები ჩატარდება.

ტებასი, ისევე, როგორც სრულიად ევროპული საფეხბურთო სამყარო, სამშაბათს, 17 მარტს გასამართ შეკრებას ელის. ამ შეკრებას UEFA-ს, ევროპული საფეხბურთო ასოციაციებისა და FIFPro-ს წარმომადგენელბი დაესწრებიან. შეკრებაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში წარიმართება, უნდა გადაწყდეს, რა ბედი ელის მიმდინარე საფეხბურთო სეზონსა და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს.

Cope-სთან საუბრისას, ტებასი ოპტიმისტურადაა განწყობილი: "ვფიქრობ, მიმდინარე გათამაშება ბოლომდე ჩატარდება. ველოდებით, რას გადაწყვეტს UEFA სამშაბათს."

ჯერჯერობით უცნობია, მიდინარე სეზონის ჩაშლის შემთხვევაში, გადაეცემა თუ არა ტიტული გათამაშების მიმდინარე ლიდერს, "ბარსელონას".

კორონავირუსის პანდემიის გამო, ლა ლიგის თამაშები აპრილამდე შეჩერებულია. ჯერჯერობით საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი, რა მოხდება აპრილში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #4 15 მარტი 2020 22:55
    0
    ვირუსი თუ დაამარცხეს უნდა გაგრძელდეს,თუ არადა ცარიელ ტრიბუნებზე თამაში უაზრობად მიმაჩნია.
    გულშემატკივარი [?]
    #3 15 მარტი 2020 22:18
    0
    ჩემი აზრით,თუკი დროში ვერ მოესწრება დასრულება,მაშინ ყველაზე სამართლიანი იქნება საერთოდ ჩააგდონ ეს წელი
    Flying Johan
    სტუმარი [?]
    #2 15 მარტი 2020 22:09
    2
    გუქმება უსამართლოა …
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 მარტი 2020 20:24
    5
    იმედია არ გაუქმდება და აპრილში განახლდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued