"ბარსელონას" პრიორიტეტი მესისა და ტერ შტეგენის ხელშეკრულების გახანგრძლივებაა

  • 15-03-2020, 14:45
  • "ბარსელონას" პრიორიტეტი მესისა და ტერ შტეგენის ხელშეკრულების გახანგრძლივებაა

    კატალონიური Sport-ის ცნობით, "ბარსელონას" მთავარ მიზანს მომდევნო სეზონისთვის მესისთან და ტერ შტეგენთან ახალი ხელშეკრულების დადება წარმოადგენს.

    საკითხზე უშუალოდ "ბლაუგრანას" პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ, და აღმასრულებელი დირექტორი, ოსკარ გრაუ, მუშაობენ. კლუბის სამომავლო გეგმებს შორის ყველაზე პრიორიტეტული სწორედ გუნდის ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელის შენარჩუნებაა.

    გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" გერმანელ მეკარესთან ხელფასის ოდენობაზე ვერ თანხმდება, ხოლო მესის ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება. მოქმედი გარიგების მიხედვით, ლეოს გუნდის დატოვება მომდევნო ზაფხულში, სრულად უფასოდ, შეუძლია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    15 მარტი 2020 15:30

    გაახანგრძლივებს ორივე

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge