კრიზისში ნაპოვნი უპირატესობა

  • 12-03-2020, 18:49
  • კრიზისში ნაპოვნი უპირატესობა

    კორონავირუსი ჩინეთში დაიბადა. გარდა ამ "საჩუქრისა" ჩინელებმა ანტიკურ პერიოდში ერთი გადასარევი ანდაზაც გვისახსოვრეს - ყველა კრიზისი ახალი შესაძლებლობაა.

    მოდი, ამ საყოველთაო აღელვების პერიოდში, შევეცადოთ იმ პლუსების აღმოჩენას, რომელიც კლუბმა შეიძლება სათავისოდ გამოიყენოს.

    1. კიკე სეტიენი ჯერჯერობით ვერ ახერხებს ადაპტირებას. "ბარსა" არასტაბილურია და საკუთარ თამაშს ვერ პოულობს. "რეალთან" სეტიენმა ოთხი ცენტრალური ნახევარმცველი გაიყვანა, რასაც ერნესტო ვალვერდეც კი იშვიათად კადრულობდა. შესაბამისად, როცა გუნდი სწრაფ შეტევაზე უნდა გადასულიყო, უბრალოდ მეტოქის ნახევარზე ბურთის დაჭერას ცდილობდა.

    წაგებული თამაშისა და "სოსიედადთან" ნაწვალები გამარჯვების შემდეგ, სეტიენს საკმარისი დრო ექნება დაშვებული შეცდომები გააანალიზოს და ტაქტიკური ვარიაციებიც უფრო მეტად დახვეწოს.

    რთულ პერიოდში მოუწია კლუბის ჩაბარება, მაგრამ ახლა ამ მოულოდნელი მსოფლიო კრიზისის პერიოდში ფიქრის დრო ნამდვილად ექნება.

    ჩვენ კი ზუსტად გვეცოდინება კარანტინის დასრულების შემდეგ, კიკე სეტიენს შეუძლია თუ არა კონკრეტული თამაშების ანალიზი, სწორი დასკვნების გამოტანა და სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა.

    2. დრო მუშაობს ლუის სუარესზე, ანუ დრო მუშაობს ჩვენზე.

    დემბელე გამოჯანმრთელებას მაინც ვერ მოასწრებს, მიუხედავად პაუზისა, მაგრამ ლუის სუარესთან მიმართებაში ყველაფერი კარგად არის. მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუისმა ბურთთან ერთად ვარჯიში დაიწყო. სანამ სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატები და ჩემპიონთა ლიგა შეჩერებულია, მანამდე სუარესი გამოჯანმრთელებას განაგრძობს.

    ეს ნიშნავს იმას, რომ ლუისი სეზონის დარჩენილ მონაკვეთში გაცილებით მეტი შეხვედრის ჩატარებას მოასწრებს, ვიდრე ველოდით.

    თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუშინ "ენფილდზე" ჩატარებული თამაშის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, პაუზაც საკმაოდ დიდი გამოვა.

    დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატი გადაიდება და ეროვნული ჩემპიონატები საკმაოდ გვიან დასრულდება, რაც უცნაური სანახავი იქნება, მაგრამ "ბარსას" სუარესთან ერთად გაცილებით დიდი შანსი ექნება ეს მეტად უცნაური სეზონი პოზიტიურად დაასრულოს.

    3. კლუბის შიდა სამზარეულოში რომ კრიზისია, ეს ძველი ამბავია. "ბარსაში" ეს ტრადიციული მოვლენაა, მეტწილად იმიტომ, რომ ესპანურ კლუბებში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ძალიან დიდია პოლიტიკის გავლენა. მითუმეტეს "ბარსელონაში".

    ამიტომ, ყოველი ასეთი კრიზისის დროს ხდება მტრის ხატის შექმნა და როგორც წესი, ეს მტერი მადრიდის "რეალია". პერესის მამაძაღლობების ამბავი ყველას კარგად მოგვეხსენება, მაგრამ არა ერთხელ მომხადარა ისე, რომ მაშინაც კი პერესისკენ გაუშვერიათ ხელი, როცა ის არაფერ შუაში ყოფილა.

    ამჯერად კი შიდა კრიზისი ასე თუ ისე განიმუხტება, რადგან კარს კორონავირუსი მოგვადგა. არავის აღარ ახსოვს ბართომეუს ინტრიგები, ვადამდელი არჩევნები, მისი დაშვებული შეცდომების ჯაჭვი და ვერსიები იმის შესახებ, რომ მესის რეპუტაციის შესალახად ბოტები დაიქირავა.

    ყველამ იცის, რომ როცა კარანტინია გამოცხადებული, ხელმძღვანელობა არათუ არ იცვლება, ამაზე ფიქრიც კი არა გონივრულია.

    ბართომეუს წასვლას აუცილებლად მოვესწრებით და სიხარულითაც აღვნიშნავთ, მაგრამ ახლა უმჯობესია სიტუაცია მიწყნარდეს, კლუბმა სტაბილურობა შეინარჩუნოს და შიდა დაძაბულობა განიმუხტოს.

    ამისათვის კი საერთო მტერი მესის, ბართომეუს და მთელ საფეხბურთო სამყაროს უკვე გამოუჩნდა, კორონას სახით.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    12 მარტი 2020 23:50

    იმედია სანამ გადადებულია თამაშები მოასწრებენ ტრამვირებული ფეხბურთელები დაბრუნებას

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა
    jack slater Culé [?]

    12 მარტი 2020 22:43

    Нет худа без добра.😀😀😀😀

    0
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    12 მარტი 2020 22:43

    გაავებული დაბრუნდება ცოფიანი.

    3
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    alen halilovic ფანი [?]

    12 მარტი 2020 22:34

    ყოჩაღ ფეოლა, მშვენიერი სტატიაა

    3
    გასულია
    BEQA BARCA ფანი [?]

    12 მარტი 2020 21:48

    კორონასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები😂

    2
    გასულია
    Arthur-de jong წევრი [?]

    12 მარტი 2020 19:42

    იმედია ეხლა მაინც მიხვდებიან რა ძალაა სუა ჩვენი კლუბისთბის აქაური ექსპერტები.ეს დაბრუნდეს და კი დემიბრუნდება რაცხეებბის მოგების იმედი😎

    22
    გასულია
    GioKakiashvili გულშემატკივარი [?]

    12 მარტი 2020 19:07

    Sua dzaaan gvchirdeba ♥️♥️♥️

    11

    პარტნიორები

    Flashscore.ge