ისტორია მეორდება

ისტორია მეორდება

ფრანგული "ლიონის” საშინაო სტადიონი – "სტად დე ჟერნალი”, არ არის უბრალოდ მორიგი სტადიონი "ბარსასთვის”. საქმე ისაა, რომ სწორედ ამ სტადიონზე, "ბარსა” პირველად გამოვიდა სათამაშოდ, როდესაც ძირითად შემადგენლობაში ჰყავდა სამი თავისივე აღზრდილი თავდამსხმელი. ხოლო გასულ სამშაბათს, ფრანკ რაიკაარდმა, ისევე როგორც დიდი ხნის წინ, ძირითად შემადგენლობაში დააყენა სამი კანტერანო თვდამსხმელი და ეს გააკეთა სწორედ "სტად დე ჟერნალზე”.

1083-84 წლების სეზონში სეზარ მენოტიმ აქცენტი გააკეთა "ბარსელონას” აღზრდილ თავდამსხმელებზე და ამ კვირაში რაიკაარდი ზუსტად ასე მოიქცა, მოედანზე ერთდროულად გამოუშვა რა ანდრეს ინიესტა, ბოიან კრკიჩი და ლიონელ მესი და მათ საშუალება მისცა შესულიყვნენ კლუბის ისტორიაში. ინიესტა როგორც წესი თამაშობს ნახევარდაცვაში სხვა კანტერანოს, ჩავისთან ერთად. მესიმ უკვე მყარად დაიმკვიდრა ადგილი კლუბის ძირითად შემადგენლობაში მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალზე ახალგაზრდაა. რაც შეეხება ბოიანს და ჯოვანი დოს სანტოსს, ისინი მხოლოდ წელს შეუერთდნენ პირველ გუნდს.

"ლიონთან” განმეორებით მატჩში ნათამაშევმა ფრემ (2:2), "ბარსელონას” საშუალება მისცა მოეპოვებინა არა მარტო 1/8 ფინალის საგზური, არამედ ჯგუფში პირველ იადგილი დაეკავებინა ბოლო თამაშში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად. თამაშში ანგარიში კატალონიელებმა გახსნეს, ბოიანმა ბრწყინვალე პასით მოძებნა ანდრეს ინიესტა და "სიკვდილასაც” არ გასჭირვებია ვერკრუტის კარის აღება, ეს ყველაფერი თამაშის მე-3 წუთზე მოხდა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვიეს ლეო მესიზე, თერთმეტმეტრიანის  შესრულება თავის თავზე თავად დაზარალებულმა აიღო და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

სამ კანტერანოს "ბარსელონას” თავდასხმაში 80-იანი წლების შემდეგ არ უთამაშიათ. 1983-84 წლებში გუნდში თამაშობდნენ როხო, კლოსი და კარასკო, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს კატალონიურ დერბიში "ესპანიოლის” განადგურებაში (5:2). საინტერესოა, რომ "ბარსელონა” თანაქალაქელებს სწორედ ამ კვირაში შეხვდება.

მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას” 9 გოლიდან ექვსის ავტორები არიან სწორედ კლუბის აღზრდილი ფეხბურთელები. 4 გოლი გაიტანა მესიმ და მესამე ადგილზე იმყოფება ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში. რაც შეეხება დანარჩენ ორ გოლს, მათი ავტორები არიან პუიოლი და ინიესტა. დანარჩენი სამი გოლიდან ორის ავტორი არის ტიერი ანრი, ხოლო ერთი გოლი "ლიონთან” მატჩში კლერკმა საკუთარ კარში გაიტანა.

წყარო: ww.barcamania.ru

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 20 სექტემბერი 2020 20:31
    0
    ვაააააა