ოფიციალურად: "ბარსა ბ"-ს მომდევნო 2 თამაში გადაიდო

ოფიციალურად: "ბარსა ბ"-ს მომდევნო 2 თამაში გადაიდო

დღეს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, ქვეყნის მასშტაბით, მის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სამოყვარულო ტურნირი შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება შეეხო "ბარსელონა ბ"-საც.

"ბლაუგრანას" სარეზერვო გუნდის Twitter-ზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც გვაუწყებს, რომ "ბარსა ბ"-ს მომდევნო ორი თამაში გადადებულია. საუბარია 15 მარტს "საბადელთან" და 22 მარტს "ანდორასთან" სტუმრად გასამართ შეხვედრებზე.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება ეს თამაშები და საერთოდ, ჩატარდება თუ არა.

[media=https://twitter.com/FCBarcelonaB/status/1237739034262286337]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.