ბართომეუ: ლიონელ მესი "ბარსელონაში" დარჩება

  • 10-03-2020, 21:46
  • ბართომეუ: ლიონელ მესი "ბარსელონაში" დარჩება

    "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართმეუმ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი კატალონიურ კლუბს არ დატოვებს.

    "არაერთხელ მითქვამს, რომ მესი "ბარსაში" დარჩება და კარიერას აქ დაასრულებს. არ ვგრძნობ, რომ ის მარტოა. ვიცი, ამას ბევრი ამბობს, მაგრამ ეს ასე არაა." - ციტირებს ბართომეუს სიტყვებს Mundo Deportivo.

    ბართომეუმ ისიც განაცხადა, რომ მესისა და აბიდალს შორის კონფლიქტი აღარ არსებობს: "ვფიქრობ, უთანხმოება აღარ არსებობს. მაშინ ბრიუსელში ვიყავი. აბიდალმა უკვე მეორე დღეს განაცხადა, რომ კლუბში ყველაფერი მოგვარებულია."

    ცნობილია, რომ ლეო მესის კონტრაქტის 2023 წლამდე განაგრძლივება შესთავაზეს. მისი ხელფასი წელიწადში 50 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Ronaldinho. გულშემატკივარი [?]

    11 მარტი 2020 00:21

    50 მილიონი მგონი ნამეტანია🙄

    1
    გასულია
    shu1987 გულშემატკივარი [?]

    10 მარტი 2020 23:04

    მაგარს ვიკაიფებ მესიმ რო თქვას არ დავრჩები შენ თუ იქნებიო , თუმცა მესისაც აწყობს ის სიტუაცია რაცაა გუნდში მასზეა დამოკიდებული , კარიერის ბოლოსკენაა და მშვიდად აგორავებს ბურთს კოლოსალურ ხელფასს უხდის კლუბი . ისე მესი თუ წავა შენც დასრულდები შენი მზეობებიანად. ამას რო წავა აი თუარ დაიჭერენ ნახავთ.

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    10 მარტი 2020 22:53

    არ დარჩება და შენი აჯობებს

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge