სამუელ ეტო'ო: ლა ლიგა უმაღლეს დონეზეა

  • 10-03-2020, 21:47
  • სამუელ ეტო'ო: ლა ლიგა უმაღლეს დონეზეა

    "ბარსელონას" კამერუნელი ლეგენდა, სამუელ ეტო'ო Goal-თან პრიმერა დივიზიონის შესახებ საუბრობს და დასძენს, რომ ესპანეთის ლიგა საუკეთესოა.

    "ლა ლიგა უმაღლეს დონეზეა. აქ 15 წელი ვთამაშობდი და ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ყველა წამყვან ფეხბურთელს ესპანეთში თამაში სურს. ჩემის აზრით, ეს მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატია.

    არსებითი განსხვავება არ არსებობს აფრიკელ მოთამაშეებს, რომლებიც ამ ქვეყაანაში ჩამოდიან, და ადგილობრივ ტალანტებს შორის. აღნიშნულის მიზეზი კი აზროვნებისა და კულტურის სიახლოვეა." - ციტირებს ეტო'ოს სიტყვებს Goal.

    შეგახსენებთ, რომ "ბარსელონაში" 2004/09 წლებში მოასპარეზე ფეხბურთელს დღეს 39 წელი შეუსრულდა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: სამუელ ეტო'ო
    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    katalomia გულშემატკივარი [?]

    11 მარტი 2020 03:26

    Dzaan giji "покупка" iyo es tavis droze. Magrad ki movparet reals es. Figo - s mere kai " abaroti" aughet

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge