ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება გაუქმდება?

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება გაუქმდება?

ცნობილი ჟურნალისტი მირკო კალემე სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი მტკიცებით, UEFA გეგმავს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებები გააუქმოს.

As-ის, Calciomercato-სა და TZ-ს ჟურნალისტის მიერ კატალონიის რადიოს ეთერში გაკეთებული განცხადების თანახმად, UEFA-ში ფიქრობენ, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მიმდინარე რაუნდები ჩაამთავრონ, რის შემდეგაც ამ ტურნირების მიმდინარე გათამაშებების გაუქმება იგეგმება. მიზეზი, რა თქმა უნდა, კორონავირუსია.

ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, მირკო კალემეს გარდა არცერთი წყარო არ ავრცელებს. საეჭვოა ისიც, თუ რატომ აპირებს UEFA მიმდინარე რაუნდების დარჩენილი თამაშები ჩაატაროს, თუ ტურნირის შეწყვეტას გეგმავს.

ჩემპიონთა ლიგაზე, ამჟამად, 1/8-ფინალური ეტაპია. "ბარსელონა" "ნაპოლის" უპირისპირდება. პირველი შეხვედრა, რომელიც იტალიაში გაიმართა, 1-1 დასრულდა. განმეორებითი თამაში, 18 მარტს, ცარიელ "კამპ ნოუზე" ჩატარდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Datobioshock
    სტუმარი [?]
    #1 10 მარტი 2020 19:27
    7
    ბარსელონა მაინც ვერაფრის მომგებია და გინდ გაუუქმებია გინდ არა ;დ