რონალდინიო ციხეშიც სულ იღიმის

რონალდინიო ციხეშიც სულ იღიმის

პარაგვაის ციხის უფროსი, ბლას ვერა, იტყობინება, რომ გაუჩო თავს კარგად გრძნობს და ისევე, როგორც ტელევიზიებსა და სხვადასხვა გამოცეემების ფოტოებში ჩანს, მუდმივად იღიმის.

Marca-ს ცნობით, რონალდინიო გასულ ხუთშაბათს ძმასთან ერთად დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის პარაგვაიში გაყალბებულ პასპორტს იყენებდა.

ყალბ პასპორტში სწორად იყო მითითებული ბრაზილიელი ფეხბურთელის დაბადების თარიღიც და ასევე თანდართული ჰქონდა რეალური ფოტოებიც, აქედან გამომდინარე უცნაურია, თუ რატომ იყო შეცვლილი ამგვარად მხოლოდ პარაგვაის მოქალაქეობის სტატუსი.

რონალდინიო პარაგვაიში საქველმოქმედო ორგანიზაციის ეგიდით იმყოფებოდა, რომლის მიზანიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დახმარებაა. "ბარსას" ლეგენდა ასევე საკუთარი წიგნის პრეზენტაციასაც გეგმავდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.