რა არის ჩვენი გენგეგმა?

  • 10-03-2020, 17:49
  • რა არის ჩვენი გენგეგმა?

    ვიქტორ ფონტი ყოველი გამოსვლის შემდეგ წამოიყვირებს ხოლმე, რომ ხელმძღვანელობას გეგმა არ აქვს.

    "ბარსელონა" რომ, ჩვენდა საუბედუროდ, რომის იმპერიასავით ჩამოიშალა, ამას უკვე ყველა კარგად ხედავს. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს კონკრეტულად ერთი ადამიანის ბრალია, ან კონკრეტულად ერთმა პრობლემამ დაგვაბეჩავა ასე.

    "ბარსაში" შეცდომების ჯაჭვი გრძელდება და ამ სტატიაში ყურადღებას სპორტულ დირექტორზე გავამახვილებ.

    სანამ აბიდალამდე მივიდოდე, იმ კაცით დავიწყებ, ვინც აბიდალს, როგორც ფეხბურთელს, კონტრაქტი გაუფრომა. ჩიკი ბეგირისტაინი - ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული დირექტორი "ბარსას" ისტორიაში! სწორედ მან გაჩარხა ის ტრანსფერები, რომელმაც რონალდინიოს ირგვლივ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი შეკრა: ეტო’ო , დეკუ, ლარსონი, ჟიული. მოგვიანებით, ტურეს გადმოიბირებს და დიდი ხნის ნაოცნებარ ტიერი ანრისაც ჩაგვახუტებს.

    კლუბის ისტორიაში საუკეთესო მარჯვენა მცველიც მისი მოყვანილია.

    ჩიკი იქამდე დარჩა, სანამ "ბარსა" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი არ გახდა გვარდიოლას ხელმძღვანელობით. შემდეგ ლაპორტასთან ერთად დატოვა გუნდი. ორწლიანი პაუზის შემდეგ კი "სიტიში" გადაბარგდა.

    არაბმა ინვესტორებმა ჩიკის გადაბირებასთან ერთად დაიწყეს გუნდის ბარსელონიზაცია. სწორედ მას დააპროექტებინეს საფეხბურთო აკადემია და მისი დახმარებით გადაიბირეს პეპ გვარდიოლა.

    პეპს არა ერთხელ აღუნიშნავს, რომ ჩიკის გარეშე "სიტიში" ვერ აღმოჩნდებოდა. მართალია, მესისa და ინიესტას გადაბირება დიდი მცდელობების მიუხედავად ვეღარ შეძლეს, მაგრამ სანამ "ბარსა" სახეს კარგავდა , მანამდე "სიტი" ზუსტად იმ საფუძველს ყრიდა გუნდში, რაც "ბარსას" გზაზე გაუყენებდა.

    ეს ნიშნავს იმას, რომ არაბებს დაახლოებით 10-წლიანი გეგმა ჰქონდათ.

    რა პროცესები განვითარდა "ბარსელონაში" ჩიკის წასვლის შემდეგ?

    მის ნაცვლად დაინიშნა ანდონი სუბისარეტა. კლუბმა სწორი არჩევანი გააკეთა, ვერ ვიტყვით, რომ მისი წინამორბედის მსგავსად წარმატებული გამოდგა, მაგრამ ასე თუ ისე, ნაყოფიერად იმუშავა.

    უნდა აღინიშნოს, რომ "ბარსელონას" ლეგენდარულმა მეკარემ, სპორტული დირექტორის თანამდედობა გამოიყენა იმაში, რომ საბოლოოდ მოაგვარა მეკარის პრობლემა. სუბიმ ორი უმაღლესი კლასის მეკარე დაგვიტოვა. ბრავო - რომელიც შესანიშნავი იყო "ბარსაში" და ტერ შტეგენი, რომელიც აუცილებლად ჩაეწერება ლეგენდების სიაში. მისი გათავისუფლება კაცს "დიდოსტატის მარჯვენასაც" გაახსენებს.

    სუბისარეტას შუა სეზონში კარისკენ მიუთითეს, რაკიტიჩი და სუარესი ვერ ამართლებენ და ამხელა თანხა ტყუილად გადავყარეთო. - ასეთი იყო ხელმძღვანელობის დასკვნა.

    სულ რაღაც რამდენიმე თვეში, "ბარსამ" ტრიპლეტი მოიგო, ფინალში ორივე ამ ფეხბურთელმა გაიტანა, მაგრამ სუბი პოსტზე აღარ იმყოფებოდა.

    ტრიუმფის მერე კარლეს პუიოლი იტყვის, რომ ამ წარმატებაში სუბის წილი ძალიან დიდია და კლუბმა მადლობა უნდა გადაუხადოსო, მაგრამ მადლობა არავის უთქვამს.

    ეს იყო ყველაზე სულელური მოტივით გათავისუფლებული კაცი კლუბის ისტორიაში.

    ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი უმადურობა საკუთარი ლეგენდის მიმართ.

    პოსტზე მივიღეთ რობერტ ფერნანდესი. სატრანსფერო პოლიტიკის დამაქცევარი. კაცი, რომელიც მესის ღიად უპირისპირდებოდა. კაცი, რომელმაც დენის სუარესი, ანდრე გომეში, პაკო ალკასერი, უსმან დემბელე და ვალვერდე გვისახსოვრა დიდი სიყვარულით.

    უსმანი ამ ფეხბურთელებს შორის ამაყად გამოიყურება, მაგრამ დიდიე დეშამის სიტყვებს თუ ვენდობით (რატომ არ უნდა ვენდოთ?) მბაპე მზად იყო შეთავაზების მიღების შემთხვევაში "რეალშიც" გადასულიყო და "ბარსაშიცო".

    "ბარსამ" ნეიმარი გაყიდა, დიდი ადგილი გამოთავისუფლდა და 18 წლის ბიჭს შანსი გაუჩნდა, რომ მესისთან და სუარესთან ერთად ტრიო შეედგინა. მოგვიანებით, მბაპეს აგენტი ESPN-თან იტყვის, რომ "ბარსას" თავისi კლიენტი შეsთავაზა, მაგრამ ფენრანდესმა დემბელე ამჯობინა.

    ეს უკვე ჩავლილი და გულის გასახეთქი ამბავია.

    ფერნანდესის შემდეგ მივიღეთ ერიკ აბიდალი, რომელიც ძალიან გვიყვარს და დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ მანაც გამოავლინა ის თვისებები, რაც ბართომეუს ახასიათებს - პანიკა.

    "ატლეტიკოსთან" ნახევარფინალის შემდეგ, ვალვერდეს გაშვება ისე გადაწყვიტეს, რომ არც ჩავისთან, არც კუმანთან შეთანხმება მიღწეული არ იყო.

    შესაბამისად ხელში შეგვრჩა ფერმერი.

    დიდი პატივისცემის მიუხედავად, აბიდალიც მაშინვე უნდა გაქრეს კლუბიდან, როგორც კი ბართომეუ გაიხურავს კარს.

    ჩვენ კი შეგვიძლია ბართომეუს წასვლა ისე აღვნიშნოთ, როგორც მორიგი ტიტულის მოგება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    პეპ გუარდიოლა გულშემატკივარი [?]

    10 მარტი 2020 23:13

    ასეთი სლეობა სტატია ჯერ არ წამიკითხავს ამ საიტზე, რატომ არ საუბრობთ აბიდალის განხორციელებულ ტრანსფერებზე? ვალვერდე რომ გაუშვეს ამით კარგი ქნეს, უფრო ადრევე უნდა გაეშვათ ., ეს ფერმერი ვალიკოს მილიონჯერ ჯობს, გუნდი ნელნელა თავის სახეს იბრუნებს, სუარესი რომ ყავდეს უფრო კაი შედეგები ექნებოდა, ჩემთვის ისიც შედეგია გუნდი დაცვაში რომარ დგას., ყველამხრივ გაანადგურა ვალვერდემ ბარსაა, საუკეთესო ვიყავით პრესინგში და პრესინგიდან მოკლე პასებით ამოსვლაში, ვალვერდეს ხელში საქართველოს ნაკრებზე უფრო დაბალი ფიზიკა გვაქ, 15 წუთი ვერ თამაშობენ ინტენსიურად.. მე ამ ფერმერს მეტად ვენდობი და მჯერა რომ საფუძველს ჩაუყრის გუნდს ხავისთვის.. აბიდალი არაა გასაშვები, ნუ აითვალწუნეთ მესის გამო... საჭიროაა ვინმემ მესის მიასხას და ნებისმიერს ვინც ერთ ადგილს არ გაანძრევს, არ შეიძლება რიმელიმე ფეხბურთელი ან კლუბის წევრი კლუბზე მაღლა დადგეს, ყველა მაისურს წინ კლუბის ლოგო აქვს და უკან ფეხბურთელის სახელი...მესიმდე ბევრი ლეგენდა გვყავდა და მესის შემდეგაც გვეყოლება.

    6
    გასულია
    Aroni წევრი [?]

    10 მარტი 2020 22:11

    Mshvenivrad chamoayaliba...

    1
    გასულია
    neo222 Culé [?]

    10 მარტი 2020 21:36

    Gengegma 😅😅😅

    2
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    გასულია
    Lucky_Man წევრი [?]

    10 მარტი 2020 20:18

    შუაში ირაკლიგამერი დგას :დდ

    1
    გასულია
    Justin Kluivert გულშემატკივარი [?]

    10 მარტი 2020 20:16

    100 % გენავე <3

    6
    --------------------
    "ლიონელ მესი ჩვენი თამაშის მოცარტია. დანარჩენები? ისინი ბანჯოზე უკრავენ," - როი ჰადსონი
    ,,მინდა, რომ რეალი მარცხდებოდეს. მარცხდებოდეს ყოველთვის!" -პიკე
    გასულია
    shu1987 გულშემატკივარი [?]

    10 მარტი 2020 19:59

    სამწუხაროდ 99% სიმართლე წერია , თუმცა ბარსა აგრძელებს და გააგრძელებს წინსვლას და თავისი სიდიადის დამტკიცებას, ბართომეუ რომ გუნდის მტერია თავისი ბორდით რად უნდა თქმა.

    7
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    10 მარტი 2020 18:47

    აქ რო რომა-ენფილდის მატჩები "საეჭვოდ" მიიჩნიო ბავშვს გიწოდებენ, არადა დიდი ფული აიღო მაგაშიც პერესის მონამ. სანამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო ტრიპლეტი მოვიგეთ,შემდეგ მაგარი პიარი გაიკეთა მაგ შედეგებით და 6 წლით შემოგვეტენა კლუბის დასასამარებლად, მესის ფორმის პიკს დაემთხვა პერესის ცუციკის პრეზიდენტობა და როცა შანსი გვქონდა ზედიზედ ლიგები მოგვეგო,ზუსტად მაშინ გვიკეთებდნენ სამარცხვინო ქამბექებს, ზაფხულში უნდა წაეთრას ეგ ნა.....რი. მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და ასე გაიხსენებენ მომავალში, მაგრამ ბარსაზე რას იტყვიან? გაიხსენებენ,კლუბს რომელსაც ჰყავდა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და რომლის არაამქვეყნიური თამაშიდან გამომდინარე, სპონსორებისათვის დადებული რეკორდულად მომგებიანი კონტრაქტებით შემოსული ფული მის სალანძღავად დაქირავებულ ბოტებსა და ტროლებს ხმარდებოდა, სამარცხვინოაა.....

    8
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    10 მარტი 2020 18:20

    ციტატა: Don_Andresito
    პირველ რიგში ვიტყვი იმას რო სუბისარეტა არ გაუშვიათ რაკიტიჩის და სუარესის გამო. უბრალოდ მაგას დაბრალდა ის სატრანსფერო ბანი რომელიც დაგვადეს. მაგის ბრალი იყო კიდეც მეტ წილად მარა ხელები შეაწმინდეს თორე გამორიცხულია ბართOმეუს არ ცოდნოდა რა ხერხებით იფორმებდნენ U18 ფეხბურთელებს. ზუბი გაწირა უბრალოდ კრისამ. მერე მეორე, ზუბი არ დაუშვებდა ბარსას თვალნათლივ დასანახ ნგრევას რომელიც დაიწყო ფერნანდესთან ერთად ბართომეუმ. გუნდსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებაში ფეხბურთელების მხარეს იჭერდა ანდონი, ამიტო არ აწყობდა. ფერნანდესი დანიშვნის დღესვე მიუქსია მესის, აბიდალზეც იგივე გააკეთა. აბა თავისით კი არ მოიფიქრა მაგ უტვინო კაცმა რაც იტლიკინა. მოკლედ ბართომეუ 1000% ით მოგზავნილია, პუიოლის წასვლა დაუშვა,ზუბის დამხმარე იყო, ჩავი არ დანიშნა, ყველაფერი გააკეთარო არ მოსულიყო, ნეიმარი გაყიდა, 600 მილიონზე მეტი გადაიხადა სრულიად იდიოტურ ტრანსფერებში და ჭ კლასის მწვრთნელებით გაჭყიპა გუნდი, დაასამარა ლა მასია. დაკარგა ჩავი სიმონსი და პერესზე მეტად შეუწყო ხელი მესის ერაში რეალის ზედიზედ ლიგებს. მოკლედ უნდა გასამართლდეს და როსელს მიუჯდეს უნდა კაი 10-15 წლით მარა სადაა სამართალი, ეგ კი არა არჩევნებსაც მოიგებს დაჟე და დაწყებულს ბოლომდე მიიყვანს. მესის ერთ წელსაც კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს, დაგვინიშნავს მწვრთნელად ბორდალასს და თაობათა ცვლის დროს სევილიას დონე სანატრელი გაგვიხდება. აი მერე მშვიდად წავა და არ გამივკრიდება რეალის ბორდშიც მიიღონ როგორც პერესის მონა.


    Agree.

    მესის ეპოქაში, რომ გამოიძერწა ბართომეუ ეგ განსაკუთრებით მტკივნეული ამბავია.

    2
    გასულია
    Alien messi გულშემატკივარი [?]

    10 მარტი 2020 18:12

    რა არის ამათი გენგეგმა ?ისევ ჩავაგდოთ ლიგის სეზონი. მეტს ვეღარ ვაგრძელებ😅

    4
    გასულია
    Don_Andresito [?]

    10 მარტი 2020 18:08

    პირველ რიგში ვიტყვი იმას რო სუბისარეტა არ გაუშვიათ რაკიტიჩის და სუარესის გამო. უბრალოდ მაგას დაბრალდა ის სატრანსფერო ბანი რომელიც დაგვადეს. მაგის ბრალი იყო კიდეც მეტ წილად მარა ხელები შეაწმინდეს თორე გამორიცხულია ბართOმეუს არ ცოდნოდა რა ხერხებით იფორმებდნენ U18 ფეხბურთელებს. ზუბი გაწირა უბრალოდ კრისამ. მერე მეორე, ზუბი არ დაუშვებდა ბარსას თვალნათლივ დასანახ ნგრევას რომელიც დაიწყო ფერნანდესთან ერთად ბართომეუმ. გუნდსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებაში ფეხბურთელების მხარეს იჭერდა ანდონი, ამიტო არ აწყობდა. ფერნანდესი დანიშვნის დღესვე მიუქსია მესის, აბიდალზეც იგივე გააკეთა. აბა თავისით კი არ მოიფიქრა მაგ უტვინო კაცმა რაც იტლიკინა. მოკლედ ბართომეუ 1000% ით მოგზავნილია, პუიოლის წასვლა დაუშვა,ზუბის დამხმარე იყო, ჩავი არ დანიშნა, ყველაფერი გააკეთარო არ მოსულიყო, ნეიმარი გაყიდა, 600 მილიონზე მეტი გადაიხადა სრულიად იდიოტურ ტრანსფერებში და ჭ კლასის მწვრთნელებით გაჭყიპა გუნდი, დაასამარა ლა მასია. დაკარგა ჩავი სიმონსი და პერესზე მეტად შეუწყო ხელი მესის ერაში რეალის ზედიზედ ლიგებს. მოკლედ უნდა გასამართლდეს და როსელს მიუჯდეს უნდა კაი 10-15 წლით მარა სადაა სამართალი, ეგ კი არა არჩევნებსაც მოიგებს დაჟე და დაწყებულს ბოლომდე მიიყვანს. მესის ერთ წელსაც კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს, დაგვინიშნავს მწვრთნელად ბორდალასს და თაობათა ცვლის დროს სევილიას დონე სანატრელი გაგვიხდება. აი მერე მშვიდად წავა და არ გამივკრიდება რეალის ბორდშიც მიიღონ როგორც პერესის მონა.

    7
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    10 მარტი 2020 17:54

    დაბრუნდეს ლაპოტრა მოვიდეს ხავი ტრენერად და ხორდი კრუიფი აბიდალის პოზიციაზე

    12
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge