ლუის სუარესი ბურთით ვარჯიშს იწყებს

  • 10-03-2020, 16:33
  • ლუის სუარესი ბურთით ვარჯიშს იწყებს

    ESPN, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროდ ითვლება, სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ "ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელის, ლუის სუარესის გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს.

    წყაროს ცნობით, 33 წლის შემტევმა დარბაზში ვარჯიში დაასრულა და ბალახზე მუშაობა დაიწყო. უფრო მეტიც, მან მოუმატა კუნთების ვარჯიშებს და უკვე ბურთით მუშაობასაც იწყებს. ცნობილია ისიც, რომ სუარესი ასაკისა და ტრავმის ხასიათის გამო მაინც ფრთხილობს, თუმცა მან გამოჯანრთელების ძალიან კარგი ნიშნები აჩვენა.

    აქამდე გავრცელებული ცნობების თანახმად, სუარესის გამოჯანრთელების პროცესი მოსალოდნელზე კარგად მიმდინარეობს. ივარაუდება, რომ ლუისი აპრილის ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალების და ლა ლიგის ფინალური თამაშებისთვის დაბრუნდება. ლიგის ნახევარფინალები 28-29 აპრილს და 5-6 მაისს გაიმართება.

    შეგახსენებთ, რომ სუარესს მუხლი აწუხებდა. მას ოპერაცია 12 იანვარს ჩაუტარდა და ივარაუდებოდა, რომ ის 4 თვე მოედანზე ვერ გავიდოდა.

    ურუგვაელმა ფეხბურთელმა ტრავმამდე 23 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Kaifarik02 გულშემატკივარი [?]

    10 მარტი 2020 22:34

    jeka ertaderti porvardi suota 9 iani tavis poziciaze da ertaderti sauketeso... ak zogiertebi natrobda daimtvreodes an skamze gadajdeso es mdzorio. dembeles shansi miecemao. da axla ki es ktegoria werssua mogvenatreo. egaa dapaseba rom ar icit pexburtelis... yvela tamashi sua ki ara vinc ar unda iyos ver gamouva magram kaci imena barcas ganuyopeli nawilia. male dabrundi el pistolero❤️❤️❤️

    0
    გასულია
    alen halilovic ფანი [?]

    10 მარტი 2020 20:33

    როგორმე აქამდე მესიმ უნდა მიგვიყვანოს, მე მჯერა ჩემპიონთა ლიგის წელს, ეს იქნება რაღაც ისტორიული

    1
    გასულია
    o.dembele11 წევრი [?]

    10 მარტი 2020 19:34

    ლიგა მოვიგოთ და სულ მკიდია ხარისხი თამაშის თუგინდა სვარკა და ავტობუსი ვითამაშოთ როსი იმედი გაქვთ აბა ბარსა ძველ სტილს ჩავის მოსვლამდე ვერ დაუბრუნდება და იმედი ვიქონიოთ კიკესი სხვაგზა არგვაქ დაველოდოთ წიწილებს ზაფხულში ითვლიან და სეზონის ბოლოს ვაკრიტიკოთ ახლა რომ გაქვთ იმედი დაკარგული არაა ეგ ბალესჩიკობა და გუნდის სიყვარული

    2
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    10 მარტი 2020 18:20

    ლიგოს ნახევარ ფინალები თორე გავალთ რა ამ გუნდით რა უნდა ვქნათ

    2
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    10 მარტი 2020 17:53

    მალე დაგვიბრუნდი პისტოლერო

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Flying Johan გულშემატკივარი [?]

    10 მარტი 2020 17:27

    ციტატა: BOMBORA ANSU FATI
    ციტატა: Flying Johan
    კი დაბერდა და აღარ დარბის და სუ წუწუნებს და ლიგაზე მიჩმორებულია მარა ლა ლიგაში დაგვაკლდა ეს კაცი :D

    ლიგაზე მარტო ესაა მიჩმორებული? ლოგიკა გაქ შესაშური


    ნახე რამდენს იტანს ლიგაზე , რამდენი აქვს მარდი ქმედების კოეფიციენტი და მიხვდები შენი 1 უჯრედიანი ტვინითაც რასაც ვგულისხმობ :დ მთელი კლბუი როა ჩასვრილი და მარტო მესი თამაშობს ეგ იცის ყველამ გენიოსო

    1
    საიტზეა
    BOMBORA..NEYMAR JR..MSN..ANSU FATI ფანი [?]

    10 მარტი 2020 17:17

    ციტატა: Flying Johan
    კი დაბერდა და აღარ დარბის და სუ წუწუნებს და ლიგაზე მიჩმორებულია მარა ლა ლიგაში დაგვაკლდა ეს კაცი :D

    ლიგაზე მარტო ესაა მიჩმორებული? ლოგიკა გაქ შესაშური

    2
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე❤️ ჩემი ოქროს ბიჭუნა ბარსას მომავალი❤️❤️❤️❤️❤️⚽⚽⚽⚽🏆
    ❤️Take us back at home Our crazy neymar-jr❤️
    ⚽ MSN⚽ MSN ⚽ MSN ⚽ MSN ⚽ MSN ⚽
    გასულია
    Flying Johan გულშემატკივარი [?]

    10 მარტი 2020 17:12

    კი დაბერდა და აღარ დარბის და სუ წუწუნებს და ლიგაზე მიჩმორებულია მარა ლა ლიგაში დაგვაკლდა ეს კაცი :D

    0
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    10 მარტი 2020 17:05

    ეს ხო სუფთა ცხოველია❤❤😂😂

    6
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    გოლეადორი • Goleador ახალბედა [?]

    10 მარტი 2020 16:46

    რამდენიმე საინტერესო ფაქტი ბარსას და რეალის დაპირისპირებებების ანუ ელ კლასიკოს შესახებ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ერნესტო ვალვერდეს ძალიან გასაოცარი შედეგი აქვს, ის არის ერთადერთი მწვრთნელი არამარტო ბარსას არამედ ელ კლასიკოების მრავალწლიან ისტორიაში რომელსაც ლა ლიგაში ელ კლასიკო არასოდეს წაუგია, ერთი კლასიკოც კი არ აქვს ლა ლიგაში წაგებული თავის თითქმის სამწლიან ბარსელონურ ისტორიაში. აი ხო სულ ვაგინებდით ტიპს, ბევრჯერ შეგვარცხვინა მაგრამ კარგი რაც ქონდა იმას ნუ დავუკარგავთ. რეალთან თამაში სულ გამოდიოდა მაგ კაცს. ერთხელ 5-1 მოუგო ერნესტო ვალვერდეს ბარსელონამ რეალს და ორჯერ 0-3ბ მოვუგეთ თან ორივე 0-3 ბერნაბეუზე მოვუგეთ. ტიპმა ისე დაასრულა სამწვრთნელო კარიერა რომ ერთი კლასიკოც კი არ წაუგია თავის თითქმის სამ წლიან ბარსელონურ სამწვრთნელო კარიერაში ლა ლიგაში და ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია ამ მხრივ არამარტო ბარსას არამედ კლასიკოების ისტორიაში. ნუ რა ვთქვა ძაან სატრაბახო შედეგი დადო, თვით კრუიფიც, რაიკაარდიც, ენრიკეც და პეპიც კი ვერ დაიკვეხნიან ამ შედეგით. იმ ორ თამაშშიც რო არ ჩაეჯვა ახლა ლეგენდაც იქნებოდა დიდი ალბათობით. არამარტო ლა ლიგაში კოპა დელ რეიზეც არასოდეს წაუგია ელ კლასიკო ვალვერდეს. პ.ს. გამოიწერეთ იუთუბ არხი "გოლეადორი • Goleador" და დაალაიქეთ ვიდეოები. უამრავი საინტერესო ვიდეოებია ფეხბურთთან დაკავშირებით.

    0
    საიტზეა
    BOMBORA..NEYMAR JR..MSN..ANSU FATI ფანი [?]

    10 მარტი 2020 16:36

    https://www.youtube.com/watch?v=rLXH8EqlGEw

    0
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე❤️ ჩემი ოქროს ბიჭუნა ბარსას მომავალი❤️❤️❤️❤️❤️⚽⚽⚽⚽🏆
    ❤️Take us back at home Our crazy neymar-jr❤️
    ⚽ MSN⚽ MSN ⚽ MSN ⚽ MSN ⚽ MSN ⚽

    პარტნიორები

    Flashscore.ge