შესაძლოა, რონალდინიომ ციხის საფეხბურთო ტურნირში მიიღოს მონაწილეობა

შესაძლოა, რონალდინიომ ციხის საფეხბურთო ტურნირში მიიღოს მონაწილეობა

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ რონალდინიოს ციხის საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობისთვის იწვევენ.

მოგეხსენებათ, რომ "ბარსას" ლეგენდა, ძმასთან ერთად, პარაგვაიში საზღვრის უკანონო კვეთისას დააკავეს. ციხე, სადაც იგი დღეს იმყოფება, ყოველ 6 თვეში ერთხელ, პატიმრების მონაწილეობით, მცირე საფეხბურთო ტურნირს მართავს. ბრაზილიელის დაპატიმრება კი ამ მოვლენას დაემთხვა.

ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელი, ბლას ვერა, ადგილობრივ გამოცემასთან საუბარში აცხადებს, რომ რონალდინიოს ტურნირში მონაწილეობა ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა მოხარულნი იქნებიან, თუ იგი ამ სპორტულ ღონისძიებას დაესწრება.

ჩემპიონატი 10 გუნდისგან შედგება, რომელიც 194 პატიმრის მიერაა დაკომპლექტებული.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გოლეადორი • Goleador
    სტუმარი [?]
    #1 10 მარტი 2020 16:46
    5
    რამდენიმე საინტერესო ფაქტი ბარსას და რეალის დაპირისპირებებების ანუ ელ კლასიკოს შესახებ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ერნესტო ვალვერდეს ძალიან გასაოცარი შედეგი აქვს, ის არის ერთადერთი მწვრთნელი არამარტო ბარსას არამედ ელ კლასიკოების მრავალწლიან ისტორიაში რომელსაც ლა ლიგაში ელ კლასიკო არასოდეს წაუგია, ერთი კლასიკოც კი არ აქვს ლა ლიგაში წაგებული თავის თითქმის სამწლიან ბარსელონურ ისტორიაში. აი ხო სულ ვაგინებდით ტიპს, ბევრჯერ შეგვარცხვინა მაგრამ კარგი რაც ქონდა იმას ნუ დავუკარგავთ. რეალთან თამაში სულ გამოდიოდა მაგ კაცს. ერთხელ 5-1 მოუგო ერნესტო ვალვერდეს ბარსელონამ რეალს და ორჯერ 0-3ბ მოვუგეთ თან ორივე 0-3 ბერნაბეუზე მოვუგეთ. ტიპმა ისე დაასრულა სამწვრთნელო კარიერა რომ ერთი კლასიკოც კი არ წაუგია თავის თითქმის სამ წლიან ბარსელონურ სამწვრთნელო კარიერაში ლა ლიგაში და ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია ამ მხრივ არამარტო ბარსას არამედ კლასიკოების ისტორიაში. ნუ რა ვთქვა ძაან სატრაბახო შედეგი დადო, თვით კრუიფიც, რაიკაარდიც, ენრიკეც და პეპიც კი ვერ დაიკვეხნიან ამ შედეგით. იმ ორ თამაშშიც რო არ ჩაეჯვა ახლა ლეგენდაც იქნებოდა დიდი ალბათობით. არამარტო ლა ლიგაში კოპა დელ რეიზეც არასოდეს წაუგია ელ კლასიკო ვალვერდეს. პ.ს. გამოიწერეთ იუთუბ არხი "გოლეადორი • Goleador" და დაალაიქეთ ვიდეოები. უამრავი საინტერესო ვიდეოებია ფეხბურთთან დაკავშირებით.