კორონავირუსის გამო, შესაძლოა, ლა ლიგის ყველა მატჩი ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარდეს

  • 10-03-2020, 13:19
  • კორონავირუსის გამო, შესაძლოა, ლა ლიგის ყველა მატჩი ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარდეს

    ამერიკული ESPN-სა და მადრიდული AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი ტურიდან ლა ლიგის ყველა მატჩი კორონავირუსის საფრთხის გამო ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარდება. თუმცა, ფეხბურთის ფედერაციაში ამ საკითხზე ჯერ კიდევ მსჯელობენ და ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

    ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ესპანეთში საკმაოდ მძიმეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ინფიცირებულია 1200 მეტი ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 30-ს აღწევს. შედარებით მშვიდი სიტუაციაა კატალონიის რეგიონში.

    რა ბედი ელის "ბარსელონასა" და "ნაპოლის" დაპირისპირებას, ჯერჯერობით, უცნობია. Tribuna-ს ცნობით, დეტალები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. კორონავირუსის გამო იტალიაში სრულ კარანტინია გამოცხადებული. გადაიდო ყველა სახის ღონისძიება, მათ შორის, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი.

    "პარი სენ-ჟერმენის" გადაწყვეტილებით, "დორტმუნდთან" შეხვედრას მაყურებელი არ დაესწრება. ჩემპიონთა ლიგის მატჩს კი "ბარსელონა" მომდევნო კვირას, 18 მარტს "კამპ ნოუზე" ჩაატარებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    10 მარტი 2020 14:04

    ციტატა: nika 54
    ნუ ჩამოვლენ. მოგებას ნუ ჩაგვითვლიან 0-0 იყოს.

    ახლა ამაზე გამახსენდა: ჩილეში რო გადატრიალება მოხდა 1973წ იქ კომუნისტები ჩამოაგდეს ამერიკელებმა.მაშინ საბჭოთა კავშირს პლეი ოფი ქონდა ჩილესთან მსოფლიოზე მოსახვედრად. პირველი თამაში მოსკოვში 0-0 დამთავრდა. ასე რომ სტუმრად მარტო მოგება უნდოდათ რუსეთს მაგრამ იცოდნენ ვერ გაქაჩავდნენ და ეს მოიგონეს. ჩვენ იმ სტადიონზე არ ვითამაშებთ სადაც კომუნისტებს აწამებდნენო ჩილელი ფაშისტები-ო. რუსებს რო კითხო სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთო. მოკლედ არ წავიდნენ და მახსოვს, ჩილელები მოედანზე გავიდნენ მსაჯმა ნიშანი მისცა და ბურთი პასებით ცარიელი კარისკენ წაიღეს და გაიტანეს. მსაჯმა 1-0 დააფიქსირა და აღარ გაუგრძელებიათ. ჩილე მსოფლიოზე წავიდა გერმანიაში 1974 წ.

    ნებისმიერი იმპერიალისტური-მილიტარისტული სახელმწიფო ანალოგიურად მოქმედებს. 1934-1938 წლებში მუსოლინიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული იყიდა ზედიზედ 2 მუნდიალზე. 1938 წელს ბერლინის ოლიმპიადის პიარით გააპრავა ჰიტლერმა ჰოლოკოსტი. იგივე მოხდა 1980 წელს,როდესაც მოსკოვის ოლიმპიადით სცადეს ავღანეთის ავანტიურით შელახული რეპუტაციის აღდგება ღრუსებმა. ანალოგიურად მოქმედებდა ფრანკო,რომლის მარიონეტი რეალი ბინძურად ებრძოდა ბარსას. მისი რეჟიმის გასაპრავებლად შეიქმნენ ფრანკოს მონები და ხან იარაღის დადებით "მოიგეს" 11-1 , ხან დისტეფანოს გატაცებით ცდილობდნენ დიდი გუნდის სახელის მოხვეჭას, პირსისხლიანი ნა.....ბი არიან სამეფო მონები.

    2
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    tigresa Culé [?]

    10 მარტი 2020 13:47

    ციტატა: nika 54
    ნუ ჩამოვლენ. მოგებას ნუ ჩაგვითვლიან 0-0 იყოს.

    ციტატა: nika 54
    ნუ ჩამოვლენ. მოგებას ნუ ჩაგვითვლიან 0-0 იყოს.

    ახლა ამაზე გამახსენდა: ჩილეში რო გადატრიალება მოხდა 1973წ იქ კომუნისტები ჩამოაგდეს ამერიკელებმა.მაშინ საბჭოთა კავშირს პლეი ოფი ქონდა ჩილესთან მსოფლიოზე მოსახვედრად. პირველი თამაში მოსკოვში 0-0 დამთავრდა. ასე რომ სტუმრად მარტო მოგება უნდოდათ რუსეთს მაგრამ იცოდნენ ვერ გაქაჩავდნენ და ეს მოიგონეს. ჩვენ იმ სტადიონზე არ ვითამაშებთ სადაც კომუნისტებს აწამებდნენო ჩილელი ფაშისტები-ო. რუსებს რო კითხო სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთო. მოკლედ არ წავიდნენ და მახსოვს, ჩილელები მოედანზე გავიდნენ მსაჯმა ნიშანი მისცა და ბურთი პასებით ცარიელი კარისკენ წაიღეს და გაიტანეს. მსაჯმა 1-0 დააფიქსირა და აღარ გაუგრძელებიათ. ჩილე მსოფლიოზე წავიდა გერმანიაში 1974 წ.

    რა დავაᲨავეᲗ და ᲨევცოდეᲧ ასეᲗი მაინცდამაინც ეგენი რომ გვყავს მეზობლად და რა დააᲨავა მსოფლიომ ეგენი რომ არსებობენ კიდე

    1
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    10 მარტი 2020 13:33

    ნუ ჩამოვლენ. მოგებას ნუ ჩაგვითვლიან 0-0 იყოს.

    ციტატა: nika 54
    ნუ ჩამოვლენ. მოგებას ნუ ჩაგვითვლიან 0-0 იყოს.

    ახლა ამაზე გამახსენდა: ჩილეში რო გადატრიალება მოხდა 1973წ იქ კომუნისტები ჩამოაგდეს ამერიკელებმა.მაშინ საბჭოთა კავშირს პლეი ოფი ქონდა ჩილესთან მსოფლიოზე მოსახვედრად. პირველი თამაში მოსკოვში 0-0 დამთავრდა. ასე რომ სტუმრად მარტო მოგება უნდოდათ რუსეთს მაგრამ იცოდნენ ვერ გაქაჩავდნენ და ეს მოიგონეს. ჩვენ იმ სტადიონზე არ ვითამაშებთ სადაც კომუნისტებს აწამებდნენო ჩილელი ფაშისტები-ო. რუსებს რო კითხო სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთო. მოკლედ არ წავიდნენ და მახსოვს, ჩილელები მოედანზე გავიდნენ მსაჯმა ნიშანი მისცა და ბურთი პასებით ცარიელი კარისკენ წაიღეს და გაიტანეს. მსაჯმა 1-0 დააფიქსირა და აღარ გაუგრძელებიათ. ჩილე მსოფლიოზე წავიდა გერმანიაში 1974 წ.

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge