შესაძლოა, "ნაპოლი" "ბარსელონასთან" სათამაშოდ ესპანეთში ვერ ჩავიდეს

შესაძლოა, "ნაპოლი" "ბარსელონასთან" სათამაშოდ ესპანეთში ვერ ჩავიდეს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ, ორშაბათს, მთელ ქვეყანაში სავალდებულო კარანტინი გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის ეპიდემიაა, რომელმაც ქვეყანას უკვე უდიდესი ზარალი მიაყენა.

შესაბამისად, მოქალაქეებს იტალიის გარეთ გასვლა შეეზღუდათ. ასევე შეწყდა ყველა ღონისძიება და სერია ა-ც 3 აპრილამდე გადაიდო.

ყველაფრის გათვალისწინებით, Sport-ი "ნაპოლის" ესპანეთში "ბარსელონასთან" სათამაშოდ ჩასვლას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. როგორც იცით, 18 მარტს კლუბები ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩს გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ამჟამად კორონავირუსის 9000-ზე მეტი რეგისტრირებული შემთხევაა. დაღუპულთა რაოდენობა კი 500-ს აღწევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 მარტი 2020 17:46
    1
    ანუ ტექნიკური მოგება ჩაგვეთვლება?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 10 მარტი 2020 15:05
    0
    ციტატა: MALUMA
    აი დარდი... გამოუცხადებლობის გამო ჩაგვეწერება 3-0 მოგება!

    არა მგონია ეს გამოუცხადებლობაში ჩაუთვალონ, რაღაცას მოიფიქრებენ..ეს ხომ მათი ნებით არ ხდება!
    Culé [?]
    #3 10 მარტი 2020 14:23
    0
    იტალიაში ჩარტერული რეისი (სპქც. რეისი) არ იციან.ისე ნუ ჩამოვლენ პირდაპირ 3-0.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 მარტი 2020 13:22
    6
    ნუ ჩამოვა, 0-0 იყოს არ არის პრობლემა. არ გვინდა სამადლობლად მოგდებული 3-0.
    Culé [?]
    #1 10 მარტი 2020 13:08
    7
    არამგონია. სპეცრეისები იქნება. ბოლომდე კი არ ჩაიკეტებიან. ქართველების გამოსაყვანად წავიდა ჩვენგან ორი თვითმფრინავი უკვე ასე რომ ხორციელდება რეისები