"ნაპოლის" მდგომარეობა გართულდა, გუნდში საკადრო კრიზისია

"ნაპოლის" მდგომარეობა გართულდა, გუნდში საკადრო კრიზისია

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ბარსელონას" მეტოქეს, "ნაპოლის", პრობლემები მოეძალა. გარდა იმისა, რომ ნეაპოლელები ოპტიმალური სათამაშო ფორმისგან შორს იქნებიან, ჯენარო გატუზოს გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემებიც ექნება.

ამ დროისთვის ტრავმირებულია გუნდის დაცვის ცენტრის ლიდერი კალიდუ კულიბალი, რომელმაც "ბარსელონასთან" პირველი შეხვედრაც გამოტოვა. ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა სენეგალელი უკანახაზელი 18 მარტამდე გამოჯანმრთელებას.

1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში, "ბარსელონას" წინააღმდეგ, კულიბალი ნიკოლა მაქსიმოვიჩმა შეცვალა. თუმცა, La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სერბმა ფეხბურთელმა, ბოლო ვარჯიშზე, კუნთის ტრავმა მიიღო და ის გუნდს ერთი თვით გამოაკლდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაქსიმოვიჩის "ბარსელონასთან" თამაში გამოირიცხა.

ამჟამინდელი მდგომარეობით, გატუზოს 2 ვარიანტი აქვს: დაცვის ცენტრში მანოლასს მარჯვენა მცველი დი ლორენცო, ან ნაკლები გამოცდილების მქონე ლუპერტო შეუწყვილოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 10 მარტი 2020 17:45
    0
    მშვენიერია უნდა ამოვტენოთ ნაპოლი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 10 მარტი 2020 13:49
    3
    ციტატა: datogogsadze
    სეტიენი ისეთი იღბალაა, ლიგას ან ლა ლიგას უეჭველი მოიგებს

    ნუ თუ რეალის ფორმას შევხედავთ არ არის გამორიცხული ესპანეთის ჩემპიონატი მოვიგოთ, ლიგაზე კი მე მგონი რეალზე ცოტა წინ გავალთ.
    [?]
    #9 10 მარტი 2020 12:51
    1
    ციტატა: Bola
    ძაან უშანსოდ ჩანს ბარსელონა ლიგაზე. ნახევარფინალი იდეაში კაი შედეგი იქნება თუ გავედით

    ლაიფციგი ან ატალანტა თუ შეგვხვდა.. სხვანაირად ეგეც ზღაპარია. ნაპოლისკიდე რა აქვს საწუწუნო ჩვენ რაღა ვთქვათ 6 კაცი გვაკლია მინიმუმ
    Culé [?]
    #8 10 მარტი 2020 12:39
    2
    ძაან უშანსოდ ჩანს ბარსელონა ლიგაზე. ნახევარფინალი იდეაში კაი შედეგი იქნება თუ გავედით
    Flying Johan
    სტუმარი [?]
    #7 10 მარტი 2020 12:21
    6
    ესე იღბალით თუ გავძვრებით სადმე ;დ
    datogogsadze
    სტუმარი [?]
    #6 10 მარტი 2020 11:55
    4
    სეტიენი ისეთი იღბალაა, ლიგას ან ლა ლიგას უეჭველი მოიგებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 მარტი 2020 10:48
    5
    ციტატა: QIROESTA
    კაია რო ჩამოგვწერეს, ახლა უფრო ეფექტური იქნება ჩვენი ლიგის აწევა

    ,სუარესი და ის აუტისტი დემბელე რო გვყავდეს იქნებოდა შანსი. ახლა არ გვაქ სამწუხაროდ
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    lurjibroweuli
    სტუმარი [?]
    #4 10 მარტი 2020 08:39
    9
    წელს თუ ლიგა გვინდა მაშინ აბსოლიტურად ყველა დაპირისპირებაში უნდა გაგვიმართლოს. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსაჯის იმედი აღარ უნდა გვქონდეს
    Culé [?]
    #3 10 მარტი 2020 04:14
    20
    ციტატა: Bobi
    აი ხო უტოპიაა მარა წელს ლიგას დავდებთ

    შენ პირს შაქარი და მურაბა:))) გულის სიღრმეში მეც მჯერა მაგის მაგრამ ვნახოთ
    Culé [?]
    #2 10 მარტი 2020 02:29
    13
    აი ხო უტოპიაა მარა წელს ლიგას დავდებთ
    Culé [?]
    #1 10 მარტი 2020 02:04
    17
    კაია რო ჩამოგვწერეს, ახლა უფრო ეფექტური იქნება ჩვენი ლიგის აწევა