ივან რაკიტიჩს 4 კლუბი იწვევს

  • 5-03-2020, 23:44
  • ივან რაკიტიჩს 4 კლუბი იწვევს

    "ბარსელონას" ნახევარმცველს, ივან რაკიტიჩს, მსურველთა რიგი დაუდგა - ხორვატი ფეხბურთელის შეძენა 4 კლუბს უნდა.

    კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, რაკიტიჩით დაინტერესებულები "ატლეტიკო", "ინტერი", "ჩელსი" და "სევილია" არიან.

    გავრცელებული ცნობებით, "ატლეტიკო" რაკიტიჩს უკვე დაეკონტაქტა. მეტიც, Marca-ს ცნობით, 31 წლის შუახაზელმა მადრიდულ კლუბთან კონტრაქტიც კი შეათანხმა.

    რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს, "ინტერმა" ხორვატის შეძენა ზამთარში სცადა, თუმცა უშედეგოდ. მილანურმა კლუბმა, შესაძლოა, ნახევარმცველისთვის ბრძოლა განაახლოს.

    "ჩელსი" ნახევარდაცვის გასაძლიერებლად გამოცდილ ფეხბურთელს ეძებს. ლონდონელებისთვის რაკიტიჩი იდეაულრი ვარიანტია.

    არაა გამორიცხული ივანის "სევილიაში" დაბრუნებაც, სადაც ის 2011-2014 წლებში თამაშობდა.

    რაკიტიჩი "ბარსელონას" სასტარო შემადგენლობის წევრი აღარაა. მან მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, თუმცა ის ძირითადში მხოლოდ 14-ჯერ გამოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ივანმა სრული 90 წუთი 3 შეხვედრაში ითამაშა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    6 მარტი 2020 14:21

    არც ინგლისში და არც იტალიაში ეგ არ წავა ხო თქვა გარკვევით რო ოჯახი ესპანეთში კარგად გრძნობს თავს და ქვეყანაში უნდა დარჩენა.

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    6 მარტი 2020 13:46

    ინტერს გაუცვალეთ შკრინიარში თქვე უტვინოებო

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    carles puyol 5 გულშემატკივარი [?]

    6 მარტი 2020 11:44

    ინტერს უფრო გამოადგება რაკეტა ჩემი აზრით

    3
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    6 მარტი 2020 10:45

    მკვდარი სული,გააჩუქონ და დავისვენებთ.

    3
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    საიტზეა
    katalomia გულშემატკივარი [?]

    6 მარტი 2020 02:59

    Raket ise miyvarxar - dae titon airchie sad itamasheb da mjera ro raketa atles mxecad aqcevs. Mgeli xar raket.

    3
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    6 მარტი 2020 02:45

    Ra sainteresoa barcas ro moego chempionta liga wina oqros Burts rakitichs tu miscemdnen

    5
    გასულია
    აბრაგი წევრი [?]

    6 მარტი 2020 01:20

    აჩუ,და თან წაიყოლე,ბართო, სეტიენი,პიკე,რობერტო, ვიდალი, დემბელე,ფირპო,

    2
    გასულია
    Bobi ფანი [?]

    6 მარტი 2020 00:58

    ამას გინდ მკვდარი ეძახეთ და გინდ მძორი, შეიძლება ტყვიასავით სწრაფი არ იყოს მარა ესეთი გამოცდილი მოთამაშე ყოველთვის საჭიროა სკამზე მითუმეტეს ამ დონის

    4
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    6 მარტი 2020 00:49

    მე პირადად უდიდეს მადლობას უხდი რაკის იმ წლებისთვის რომელიც მან ბარსას გულშემატკივარს აჩუქა უდიდესი ფეხბურთელია და მე ნებისმიერ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. რაკიმ რომ კარიერის დასრულება ბარსაში მოინდომოს მე პირადად ამას დავეთანხმებუ ის ერთ-ერთი საუკეთესო ნახ მცველია დღეს და არ მომწონს როცა აქ ვითომ კრიტიკოსები მას მკვდარს ან სხვა უარყოფითი ეპითეტებით მიიხსენიებენ

    8
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი

    პარტნიორები

    Flashscore.ge