ჩავი: “ჩვენ გამარჯვებისთვის ვართ შემართულები”

ჩავი: “ჩვენ გამარჯვებისთვის ვართ შემართულები”

გუნდის განწყობა შეიცვალა ისე, როგორც ეს მწვრთნელს სურდა, ამის შესახებ საზოგადოებას ჩავი ერნანდესმა ამცნო. "ბარსელონას” ვიცე-კაპიტანი ყოველთვის ლაპარაკობს საქმეზე და ამას საკმაოდ თვითკრიტიკულად აკეთებს: "რა შეიცვალა უკანასკნელი რამდენიმე მატჩის განმავლობაში? ჩვენ დავიბრუნეთ გამარჯვებული გუნდის მენტალიტეტი და მუშაობას ახალი ძალებით შეუდექით”.

კატალონიური დერბისთვის გუნდმა კვლავ დაიბრუნა კარგი განწყობა: "დერბიში არასდროს არ არსებობს ფავორიტი. უკანასკნელმა ორმა დერბიმ ჩვენ არაფერი კარგი არ მოგვიტანა. ჩვენ გვახსოვს, როგორ დავკარგეთ გაზაფხულზე "ნოუ კამპზე” ორი ქულა, რაც ჩვენ ჩემპიონობის დაკარგვად დაგვიჯდა. მე უფრო მეტად მსურს ვილაპარაკო აწმყოზე და იმასზე, რომ ჩვენ უნდა დავარღვიოთ გასვლაზე წარუმატებლად თამაშის ტრადიცია. დროა მოვიგოთ "ნოუ კამპს” გარეთაც”.

როდესაც საუბარი შეეხო რონალდინიოს და "ლიონთან” მატჩში მის მხოლოდ შეცვლაზე შმეოსვლას, ჩავიმ განაცხადა: "მე ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში რაიკაარდმა იმოქმედა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან რონალდინიო ნაკრებიდან ძალზე დაღლილი დაბრუნდა, თუმცა ამს სურვილი ჰქონდა, დახმარებოდა გუნდს "რეკრეატივოსთან” მატჩში. ჩემი აზრით არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ იგი დარჩა სათადარიგოთა სკამზე, რადგან ყოველთვის პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ გუნდზ. რონალდინიო ჯერ კიდევ რჩება გუნდის საკვანძო ფიგურად და ჩვენ გვჯერა, რომ იგი მსოფლიოში დღემდე საუკეთესოა. გუნდს რონალდინიო ძალიან სჭირდება”.

ჩავი ამაყობს იმითი, რომ მან ითამაშა 385 მატჩი "ბარსელონას” მაისურით და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა გვარდიოლას და რამალეტსს. ახლა ჩავი იმ 9 ფეხბურთელს შორის არის, რომლებმაც კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი ითამაშეს. "მოხარული ვარ, რომ ამდენი მატჩი ვითამაშე გუნდში, მაგრამ მე ძალიან მინდა, რომ ყველა იმ თამაშმა, რომელიც მე დამრჩა სათამაშო, გუნდს მოუტანოს ტიტულები” – აღნიშნა ჩავიმ.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.