მარკ კუკურელიაში გამოსასყიდ თანხას 4 კლუბი იხდის
"ბარსელონას" მარცხენა მცველმა, მარკ კუკურელიამ, რომელიც ამჟამად "ხეტაფეში" იჯარით იმყოფება, რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო.
ესპანური COPE-ს ჟურნალისტის, ჯემა სანტოსის ცნობით, "არსენალი", "ტოტენჰემი", "ლევერკუზენი" და "მიონხენგლადბახი" კუკურელიაში გამოსასყიდი თანხის გადასახდელად მზად არიან.
ესპანელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონ ევროს შეადგენს. "ბარსელონა" 21 წლის მცველის გაყიდვის შემთხვევაში მასზე უფლებების 40%-ს შეინარჩუნებს.
კუკურელიამ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 21 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4 5 6
კომენტარები [ 120 ]