ლეო მესის ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაცია ემუქრება

  • 26-02-2020, 20:51
  • ლეო მესის ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაცია ემუქრება

    "ნაპოლისთან" გუშინ გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში (1-1) "ბარსელონას" მხრიდან 4 ფეხბურთელი გააფრთხილეს, მათ შორის გუნდის ლიდერი ლიონელ მესიც, რაც ძალიან იშვიათად ხდება.

    ნეაპოლელებთან განმეორებით მატჩში, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში დაგროვილი 3 ყვითელი ბარათის გამო, სერჟიო ბუსკეტსი არ იქნება. დისკვალიფიცირებულია არტურო ვიდალიც, რომელიც თამაშის ბოლოს ზედიზედ 2-ჯერ გააფრთხილეს. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დისკვალიფიკაციის საშიშროება ემუქრება კატალონიური გუნდის კაპიტანს, ლიონელ მესის, რომელსაც უკვე 2 ყვითელი ბარათი აქვს.

    ლეო მესიმ, შესაძლოა, ლიგის 1/4-ფინალის პირველი ან მეორე მატჩი გამოტოვოს. კარგი სიახლე ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის რეგლამენტის თანახმად, 1/4-ფინალების შემდეგ ყველა ყვითელი ბარათი ნულდება და 1/2-ფინალში არ გადადის. ეს იმას ნიშნავს, რომ 32 წლის არგენტინელი არ გამოტოვებს 1/2-ფინალს, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ის 1/4-ფინალის რომელიმე მატჩში ვერ ვიხილოთ.

    • მესი 1/4-ფინალის პირველ მატჩს გამოტოვებს, თუ ის "ნაპოლისთან" განმეორებით შეხვედრაში მე-3 ყვითელს მიიღებს.
    • არგენტინელი შემტევი 1/4-ფინალის მეორე თამაშში არ იქნება, თუ მას ამავე ეტაპის პირველ მატჩში გააფრთხილებენ.
    • მესი არ გამოტოვებს 1/2-ფინალის შეხვედრებს და არც ფინალს, რადგან მეოთხედფინალების შემდეგ ყვითელი ბარათები ნულდება.
    • ლეო 1/2-ფინალის თამაშებში და ფინალში არ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის პირდაპირ წითელ ბარათს ან ტრავმას მიიღებს.


    ლეო მესიმ ძალიან ფრთხილად უნდა ითამაშოს "ნაპოლისთან" განმეორებით მატჩში და 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაშიც, რადგან, თუ გუნდის კაპიტანს გააფრთხილებენ, ის მომდევნო თამაშს გამოტოვებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    26 თებერვალი 2020 22:13

    არამგონია კიდე მიიღოს ყვითელი ასე რომ ლიჩნად მე არ ვნერვიულობ მაგაზე

    10
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    me da barca Culé [?]

    26 თებერვალი 2020 21:11

    მთავარია 2 მატჩში არ მიიღოს ყვითელი და არც მიიღებს.

    8
    გასულია
    getsby Culé [?]

    26 თებერვალი 2020 21:05

    ისე ბერნარდო სილვაზე დაიწერა ამასწინად და იქნებ დაითრიონ ბარსას სტულში ჯდება ზუსტად აი მასეთი ფეხბურთელი დაგვხატავდა ზუსტად ვიღაც როდრიგოებით რომ ინტერესდებიან.

    7
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    26 თებერვალი 2020 20:55

    მეც მაგის მეშინია, გუშინდელივით არავინ მიქაროს და ...... იმედია მასე არ მოხდება.

    4
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Alien messi გულშემატკივარი [?]

    26 თებერვალი 2020 20:55

    ერთი სტატისტიკა მაინც მითხარით რითიც მესის მარადონა ჯობია იმაზე აღარაფერს ვამბობ რო იმ დროინდელ ფეხბურთში კაცის მოტყუება გოლის გატანა თუ ასე შემდეგ ბევრად ადვილი იყო თამაშის სტილი დრიბლინგი მოედნის ხედვა თუ ასე შემდეგ ნამდვილად გემოვნების საკითხია მე ამაშიც ლეოს ვანიჭებ უპირატესობას და თუ შედეგიანობა ფეხბურთში არაფერს ნიშნავს მაშინ რატო ადარებენ რონალდოს მესის ვიღაცეები რო იძახიან თამაშებს მარტო იგებდა კიდე როგორ კარგი ისეთი მაგარია რო მოედანზე ყველგან იყო მაგრამ კარებშიც ეგ იდგა? თუ იმიტოა მაგარი რო თან აბოლებდა თან მაგრა ყომარობდა თუ რაშია საქმე? მარადონა შეიძლება უფრო დიდი ა არგენტინისთვის მაგრამ კაპიტანი უფრო დიდია მსოფლიოსთვის!!!

    18

    პარტნიორები

    Flashscore.ge