"სელტას" რაფინიას გამოსყიდვა უნდა

  • 26-02-2020, 14:08
  • "სელტას" რაფინიას გამოსყიდვა უნდა

    ვიგოს "სელტა" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიის "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ბრაზილიელი ნახევარმცველის, რაფინია ალკანტარას კონტრაქტის სრულად გამოსყიდვას გეგმავს. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

    მადრიდელი ჟურნალისტების ცნობით, "სელტა" ზაფხულში რაფინიას გამოსყიდვას შეეცდება. მოლაპარაკებებში პრობლემა, შესაძლოა, 27 წლის შუახაზელის მაღალი ხელფასი აღმოჩნდეს, თუმცა, დიდი ალბათობით, მხარეები შეთანხმდებიან, რადგან ფეხბურთელი გუნდში ბევრ სათამაშო დროს იღებს და კმაყოფილია.

    რაფინია, რომლის სატრანსფერო ღირებულება 17 მილიონ ევროს შეადგენს, "სელტაში" იჯარით გასულ ზაფხულში გადავიდა. მან ვიგოურ კლუბში 21 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტის ვადა "ბარსელონასთან" 2021 წლის ივნისში იწურება.

    აქვე დავძენთ, რომ რაფინია საკმაოდ ტექნიკური და ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა, სამწუხაროდ, ხანგრძლივმა ტრავმებმა მას შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება არ მისცა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    njanka1977 Culé [?]

    26 თებერვალი 2020 20:49

    აჩუქეეეთ... გააგდეთ, რა გაყიდვა... მაგის ჩლახუნა პატრონს @#₾&!

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    26 თებერვალი 2020 20:05

    გაატანეთ ეს ხრუსტალი არაფერში არ სჭირდება ბარსას

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    FloweN წევრი [?]

    26 თებერვალი 2020 16:55

    ტრავმებს როარ დაეტანჯა თავის ძმაზე ბევრად ნაკლები არ იქნებოდა...

    3
    გასულია
    პეპ გუარდიოლა გულშემატკივარი [?]

    26 თებერვალი 2020 15:49

    რაფინია რომ გვყავდეს ახლა სკამზე კაი იქნებოდა, ჩვენთან კვდებოდა მაინცდამაინც

    3
    გასულია
    Wtf man ფანი [?]

    26 თებერვალი 2020 14:19

    ამაში 17 მილიონის აღება კარგი ამბავია

    4

    პარტნიორები

    Flashscore.ge