მარადონას შვილი: როდესაც ვინმე რონალდუს მესის ადარებს, მაგიდას ვტოვებ

მარადონას შვილი: როდესაც ვინმე რონალდუს მესის ადარებს, მაგიდას ვტოვებ

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას შვილი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარებაზე საუბრობს და მის ფავორიტსაც ასახელებს.

"მესი ფენომენია. რონალდუ შესანიშნავი, ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ, როდესაც ვინმე კრიშტიანუს ლეოს ადარებს, უბრალოდ მაგიდას ვტოვებ." - აცხადებს მარადონას ვაჟი El Learguero-სთან ინტერვიუში.

უმცროსმა მარადონამ კომენტარი გააკეთა იმ არგენტინელ ფანებზეც, რომლებიც მესის მიმართ სიძულვილით არიან განწყობილნი და 32 წლის ფეხბურთელს არც ისე წარმატებული სანაკრებო კარიერის გამო აკრიტიკებენ: "მათ ფეხბურთი არ ესმით. ყოველთვის ერთსა და იმავეს ვამბობ - ერთადერთი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის მარტო მოგება შეძლო, მამაჩემი იყო, დანარჩენები მისი დამხმარეები იყვნენ. ბოლო წლებში, სიმართლე ისაა, რომ მესის არავინ დახმარებია."

ინტერვიუს ბოლოს მარადონას შვილმა გაიხუმრა, რომ ის "ნაპოლიში" მესის შეიძენდა: "ლეოს სიამოვნებით გავიფორმებდი. ახლავე! ორშაბათს ის უკვე "ნაპოლის" ფეხბურთელი იქნებოდა."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 თებერვალი 2020 00:59
    7
    ეს მამაშენი ვის დაემსგავსა აბა :დდდდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 26 თებერვალი 2020 00:28
    0
    Daaneebe magas tavi aghar axlo xeli mamashens daepna uechveli)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 თებერვალი 2020 23:49
    13
    მერე ეგ მამაშენსაც გააგებინე :დ
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    davitichi925
    სტუმარი [?]
    #1 25 თებერვალი 2020 23:46
    10
    a kaci.argavs mamamis😁