ჟოან ლაპორტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

  • 23-02-2020, 20:55
  • ჟოან ლაპორტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

    "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა აპირებს კლუბის პირველი პირის სტატუსი უკვე მიმდინარე წელს დაიბრუნოს. ამ ინფორმაციას Cadena SER ავრცელებს.

    გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო კვირაში გაირკვევა, გადადგება თუ არა თანამდებობიდან ჟოზეპ მარია ბართომეუ და დაინიშნება თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.

    ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ლაპორტა შეეცდება კლუბის პრეზიდენტობა დაიბრუნოს. Cadena SER-ის ცნობით, ლაპორტა პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატთან, ვიქტორ ფონტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ორივე მათგანს პრეზიდენტობის ამბიცია აქვს და მათი ხედვებიც ერთმანეთს ბოლომდე არ ემთხვევა. აქედან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენია, ლაპორტა და ფონტი არჩევნებზე ერთი კანდიდატურით წარდგნენ.

    დღეის მდგომარეობით, ივარაუდება, რომ თუ წელს არჩევნები გაიმართა, მასში მონაწილეობას მიიღებენ: ემილი როუსაუდი (ამჟამინდელი ბორდის კანდიდატი), ვიქტორ ფონტი, ჟოან ლაპორტა.

    ჟოან ლაპორტა "ბარსელონას" პრეზიდენტი 2003-2010 წლებში იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება გუნდში ფრანკ რაიკარდის, რონალდინიოს, სამუელ ეტო'ოს, პეპ გვარდიოლას (მწვრთნელის) მიყვანა, გუნდის კრიზისიდან 2-ჯერ გამოყვანა და კლუბის ისტორიაში პირველი ტრებლის (2008/09) მოგება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    katalomia გულშემატკივარი [?]

    24 თებერვალი 2020 08:30

    ციტატა: InFiNiTe8
    ბართომეუ იღებს მონაწილეობას? ან ვინ ირჩევს ამ პრეზიდენტებს

    Kule irchevs prezidents. Yvela vinc kulea xmis mighebis ufleba aqvt.

    0
    გასულია
    InFiNiTe8 გულშემატკივარი [?]

    24 თებერვალი 2020 08:23

    ბართომეუ იღებს მონაწილეობას? ან ვინ ირჩევს ამ პრეზიდენტებს

    0
    გასულია
    katalomia გულშემატკივარი [?]

    24 თებერვალი 2020 02:40

    Ise Laportam da Fontimac ro erti meoris kbena daiwyon am kampaniisas fulis gulistvis modian gamodis, xo? Idea erti aqvt dae irchios xalxma.

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    24 თებერვალი 2020 00:40

    იმედია მოვა ლაპორტა პრეზიდენტან და გააბუნძულებენ ბართომეუს

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    me da barca Culé [?]

    24 თებერვალი 2020 00:11

    გადადგომას არ აპირებსო ეს ნაბ,,,ი

    3
    გასულია
    ფარნა გულშემატკივარი [?]

    23 თებერვალი 2020 22:10

    დაბრუნდი ლაპორტააა კლუბს აკლია შენი პრეზიდენტობაა გვარდიოლას დაბრუნება გვინდაააააა

    9
    გასულია
    Justin Kluivert გულშემატკივარი [?]

    23 თებერვალი 2020 21:35

    მივესალმები ლაპორტას <3 იმსახურებს ეს კაცი ბარსას პრეზიდენტობას,რაც ამას აქვს გაკეთებული გუნდისთვის <3

    17
    --------------------
    "ლიონელ მესი ჩვენი თამაშის მოცარტია. დანარჩენები? ისინი ბანჯოზე უკრავენ," - როი ჰადსონი
    ,,მინდა, რომ რეალი მარცხდებოდეს. მარცხდებოდეს ყოველთვის!" -პიკე
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    23 თებერვალი 2020 21:30

    ლაპორტააა👊👊👊👊დაბრუნდი და კიდევ ერთი მონსტრი შექმენი.

    11
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    me da barca Culé [?]

    23 თებერვალი 2020 21:09

    მერე მოიშორეთ ეს ფაროსანა და მე შენ მოგცემ ხმას.😂

    12

    პარტნიორები

    Flashscore.ge