მესის პოკერი: "ბარსამ" "ეიბარი" 5-0 გაანადგურა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა

  • 22-02-2020, 21:09
  • მესის პოკერი: "ბარსამ" "ეიბარი" 5-0 გაანადგურა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა

    ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩს, "ბარსელონა" შესანიშნავ განწყობაზე შეხვდება - კატალონიელებმა ლა ლიგის 25-ე ტურში "ეიბარი" გამანადგურებელი სხვაობით, 5-0 დაამარცხეს. 

    ლიონელ მესიმ, რომელსაც აქამდე კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი უგოლო სერია ჰქონდა, პოკერის შესრულება შეძლო. პირველ ტაიმში მან სამი გოლი გაიტანა, მეორეს ბოლოს კი კიდევ ერთი დაამატა. საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე არტურმა დააფიქსირა. 

    შეხვედრაში შედგა მარტინ ბრეითუეიტის დებიუტი, რომელიც მოედანზე მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე გავიდა. 

    "ბარსელონამ" 55 ქულა დააგროვა, მადრიდის "რეალს" კი, რომელმაც ამ ტურში "ბარსას" მატჩის შემდეგ ითამაშა, 53 აქვს. ზინედინ ზიდანის გუნდი "ლევანტესთან" 0-1 დამარცხდა. 

    კატალონიელები მომდევნო შეხვედრას "ნაპოლისთან" გამართავენ. კიკე სეტიენის გუნდი მეტოქეს სტუმრად, 25 თებერვალს დაუპირისპირდება. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    რაღაცნაირი Culé [?]

    23 თებერვალი 2020 15:55

    აზარი 2 თვეს იუქმებსო ❤️

    თუ გაინტერესებთ დ

    0
    გასულია
    Blaugrana bari წევრი [?]

    23 თებერვალი 2020 03:28

    დროებით პირველი ადგილი სამუდამოა უკვე

    5
    გასულია
    duggu ფანი [?]

    22 თებერვალი 2020 22:56

    ბრაითვაიტმა იმდენი გააკეთა 20 წუთსი რაც გრიზმანმა თვეების განმავლობაში. ტიპი ეგრევე პიტბულივით წინ მიდის, არ ერიდება არავის და ეგა მთავარი, ნეიმარის მერე ასე არავინ წასულა წინ და იმედია ასე გააგრძელებს, მუდამ წინ მცველების მოტყუებაზე, ეგაა მთავარი შემტევისთვის რაც გრიზის აკლია, ტიპი სულ უკან აკეთებს პასს. მიდი ბრათ ასე გააგრძელე

    12
    გასულია
    MSG10911 წევრი [?]

    22 თებერვალი 2020 22:12

    რეალი დაკარგავს ქულებს ლევანტესთან

    12
    გასულია
    luka kule გულშემატკივარი [?]

    22 თებერვალი 2020 21:48

    ვიღაცამ თქვა მესი 3+ გოლს გაიტანსო

    24
    გასულია
    ფარნა გულშემატკივარი [?]

    22 თებერვალი 2020 21:40

    კარგია ბარსა წარმატებებიიიი ჩვენს გუნდს მესიიი მხეცია მხეციიიი თუ რეალმა სამი ქულა აიღო გადაგვასწრებს ვილოცოთ რომ მატჩი ფრედ დაამთავროს

    10
    გასულია
    me da barca Culé [?]

    22 თებერვალი 2020 21:38

    სვენება-სვენებით ამოტენა ეიბარი ამ "ნაბიჭვარმა".

    8
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    22 თებერვალი 2020 21:38

    შეხვედრაში შედგა მარტინ ბრეითუეიტის დებიუტი, რომელიც მოედანზე მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე გავიდა.
    ერთი სიტყვთ მაინც დაწერეთ, რო იმ 20 წუთში ორი საგოლე გააკეთა.

    7
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    22 თებერვალი 2020 21:36

    იმედია აწი და აწი შეყრის გოლებს დღეს იმენა ჩაკლასა ლომმა

    6
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    22 თებერვალი 2020 21:23

    სიარულით მოვიგეთ დამაჯერებლად, სეტიენის ხელი ეტყობათ აშკარად, 2 ურთულესი მატჩის წინ 5-0 ისეირნეს რაც მაგარიაა.

    20
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Sdaead Culé [?]

    22 თებერვალი 2020 21:13

    კარგი თამაში იყო,მაგრამ ეიბარი საზომი არაა,რა თქმა უნდა. 4-4-2 სისტემით თამაშს ლიგაზე,მგონი,მაინც ფატის დაყენება სჯობს.შეტევის დროს ფეხბურთელების ნაკლებობა იყო ხოლმე და ვიდალი(რომელსაც იდეაში ეგ ევალებოდა) ვერ ავსებდა სივრცეებს ისე,როგორც საჭიროა.ნახევარდაცვაში კიდე პირიქით,ზედმეტი იყვნენ და ერთმანეთს ებლანდებოდნენ ხოლმე იმიტორო მიუჩვეველი არიან.პახოდუ ორი შემტევით როცა თამაშობ, ერთი ცივსისხლიანი ფინიშერი უნდა გყავდეს და მაგ ფუნქციას გრიზმანი აშკარად ვერ ითავსებს.მესი კიდე უკან ჩამოდის და სიღრმიდან თამაშობს.რაკიტიჩი საშინლადაა ფორმიდან ამოვარდნილი და ლიგას არც უნდა გააკაროს.დე იონგის გარეშე ვაფშე მკვდარია ნახევარდაცვა.არტურს აშკარად კარგად შეუძლია წინ წასვლა და შემტევების დახმარება.ფორვარდის უკან აწევა კარგად გამოსდის და უფრო ხშირად უნდა აკეთოს ხოლმე.საბოლოო ჯამში ლიგაზე მაინც 4-3-3ს ვარჩევდი მე.

    6
    გასულია
    GioKakiashvili გულშემატკივარი [?]

    22 თებერვალი 2020 21:11

    ციტატა: jack slater
    ბოლოსდაბოლოს რამდენი არ ჩათვალა სუდიამ თუ დაითვალეთ?

    3 tu 4 armaxsovs

    0
    გასულია
    jack slater Culé [?]

    22 თებერვალი 2020 21:10

    ბოლოსდაბოლოს რამდენი არ ჩათვალა სუდიამ თუ დაითვალეთ?

    4

    პარტნიორები

    Flashscore.ge