სუარესის მკურნალობის პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს

  • 21-02-2020, 15:29
  • სუარესის მკურნალობის პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს

    ლუის სუარესის მკურნალობის პროცესი საკმაოდ დინამიკურად და სტაბილურად მიმდინარეობს. ურუგვაელი ფეხბურთელი აქტიურად მუშაობს და სხვადასხვა სახის ვარჯიშებს ასრულებს.

    ხუთშაბათს, საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე, სუარესმა სავარჯიშო დარბაზში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "ყოველი დღე წინ გადადგმული ნაბიჯია. ყოველთვის პოზიტიურად."

    სუარესის გამოჯანმრთელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. იგი გადასაადგილებლად უკვე ყავარჯნებს არ იყენებს. ურუგვაელის დაბრუნებას აპრილის ბოლოსკენ ვარაუდობენ. ამ პერიოდისთვის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებია, ლა ლიგა კი დასასრულისკენ მიდის.

    ლუის სუარესი ოპერაციის გამო გუნდს ვერ ეხმარება. მას მუხლის მიკრო ტრავმები აწუხებდა და სრულყოფილი მკურნალობისთვის ოპერაცია გახდა საჭირო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    B A R C A წევრი [?]

    21 თებერვალი 2020 21:35

    სუარესის ასაკიდან გამომდინარე, გუნდმა მის შემცვლელზე უნდა იფიქროს! ამ დროს კი გუნდი ყიდულობს ლა ლიგის ბოლოსწინა ადგილოსანი გუნდის არც ისე კარგ, 28 წლის თავდამსხმელს და თან 18 მილიონად!🤦‍♂️ სხვა თუ არაფერი, რეალის სატრანსფერო პოლიტიკის მართლა მშურს🙃 P.S ხო, "ახალი რონალდო" რომ ვიყიდეთ პორტუგალიიდან, ეგეც საეჭვო ტრანსფერია"

    1
    გასულია
    Bobi ფანი [?]

    21 თებერვალი 2020 19:19

    ამას რო ტრამვა არ მიეღო სეტიენი გაცილებით უკეთეს შედეგებს დადებდა, გუნდი ისეთ მომენტებს ვერ იყენებს რომელიც რელურად თამაშს დაასრულებს
    მარა მაინც მძორს ეძახიან, სანამ არ დაკარგავს ადამიანი რამეს ხშირ შემთხვევაში ვერ აფასებს იქამდე მის ღირებულებას, სეზონის დასკვნით ნაწილში იმედია დაბრუნდება, მარა ამდენი ხნის უთამაშებელი რას იზამს საინტერესოა

    5
    გასულია
    GUGU MSN წევრი [?]

    21 თებერვალი 2020 19:08

    ჯეკუ მიდი ბრატ დროზე დაუბრუნდი მოედანს საუკეტესო 9-იანი ხარ შენ

    4
    გასულია
    Lionel Messi - 10 ფანი [?]

    21 თებერვალი 2020 18:40

    ეს დათქმულ დროზე ბევრად ადრე დაბრუნდება. ამის ტრამვით გამოტოვებული მატჩები უიშვიათესი იყო მთელი კარიერის განმავლობაში.

    9
    გასულია
    me da barca Culé [?]

    21 თებერვალი 2020 18:03

    ბევრი მძორს, რომ ეძახდა თურმე საჭირო კაცი ყოფილა.

    12
    გასულია
    ფარნა გულშემატკივარი [?]

    21 თებერვალი 2020 17:48

    ფინალისთვის კი მოასწრებ სუა დაბრუნებას მარა მანამდე რას იზამს ბარსა? გავალთ კი ფინალში?მესის გრზიმანი ბრეიტვაიტის ტრიო უნდა ვნახოთ როგორ შეუტევს ლეგანესი მეცოდება ისედაც გასავარდნ ზონაშია ფეხბურთელიც დაკარგა ასე ვთქვათ ტრანსფერის უფლება მაინც მისცეს ლა ლიგამ მასაც ნახოს ბრეიტვაიტის შემცვლელი დემბუზა ყველა ვარიანტში მოსაშორებელია სუა და ბრეითვაიტი კი დროს გაიყოფენ ერთმანეთს შეცვლიან ალბას ფირპო შეცვლის რთული დრო უდგას ბარსას სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია საპრეზიდენტო არჩევნები ან ლაპორტა დაბრუნდეს ან სასწრაფოდ პიკემ დაამთავროს კარიერა და კენჭი იყაროს ვიცით რომ აქვს ამბიცია პრეზიდენტის სავარძელი მოირგოს

    2
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    21 თებერვალი 2020 17:23

    მიდი რა პისტოლერო რაც შეიძლება მალე უნდა დაგვიბრუნდე

    7
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ვიტორ ბორბა ფერეირა წევრი [?]

    21 თებერვალი 2020 17:22

    ლიგის ფინალისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება

    3
    გასულია
    სპარტაკი წევრი [?]

    21 თებერვალი 2020 17:18

    Aqamdis mzoria da gadajdes skamzeo izaxda xalxi exla gaxda imedi.... midi jeka shen mondomebas did pativs vcem me piradad... vistvis racarunda iyo mainc is sua xar visic madlieri viqnebi yoveli im lamazi mogonebistvis rac sheqmeni.. da imedi maqvs rom isev vixilav namdcil pistoleros..🔫🔫🔫

    2
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    21 თებერვალი 2020 17:16

    მიდი მძორო,გვჭირდები. დემბუზასავით მოტივირებულია,მაგრამ იმას არ გაუმართლა😭😭

    0
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Don_Andresito [?]

    21 თებერვალი 2020 17:11

    Es ro gvyavdes setienistvis uketesi iqneboda da la ligas 100% it davdebdit

    3
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    21 თებერვალი 2020 17:03

    ისევ ამის იმედი მაქვს, დემბელე კაი ლამაზი ზღაპარი იყო.

    " იგი გადასაადგილებლად უკვე ყავარჯნებს არ იყენებს"... მაგარი ქართული წინადადებაა....

    0
    გასულია
    Bakero Culé [?]

    21 თებერვალი 2020 16:55

    ბოლომდე გამოჯანმრთელებას და გუნდში დაბრუნებას გისურვებ !

    3
    გასულია
    davidus2020 ფანი [?]

    21 თებერვალი 2020 16:36

    მიდი ჯეკა,რამხელა ძალა ხარ, ახლა მიხვდა ხალხი

    4
    გასულია
    8-I N I E S T A-8 წევრი [?]

    21 თებერვალი 2020 16:22

    ეს რო გვყავდეს დღეს ყველა კიკეს შედეგებზე ილაპარაკებდა და წარმატების იმედი გვექნებიდა სულ.ჯეკა ცხოველი ხარ მალე დაბრუნდი

    10

    პარტნიორები

    Flashscore.ge