ლიონელ მესი: დიდი ხანია ამ სტადიონზე თამაში მინდა

ლიონელ მესი: დიდი ხანია ამ სტადიონზე თამაში მინდა

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი, Mundo Deportivo-სთვის მიცემულ ინტერვიუში, "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ დაპირისპირებაზე საუბრობს.

როგორც ირკვევა, ნეაპოლელთა საშინაო არენაზე, "სან პაოლოზე" თამაში ლეოს დიდი ხანია სურს.

"დიდი ხანია ამ სტადიონზე თამაში მინდა, მაგრამ აქამდე შანსი არ მქონია. საბოლოოდ, ეს დროც დადგა და ამით ძალიან გახარებული ვარ."

"ამ სტადიონზე თამაშის გამოცდილება განსაკუთრებული იქნება. აქ ხალხს ფეხბურთი ძალიან უყვარს. ისინი ოცნებობენ, თუ მარადონა მათ გუნდში მივიდა, რატომ არ შეიძლება მივიდეს მესიც? ვიცი, რომ ნეაპოლელები ფეხბურთზე გიჟდებიან."

"ბარსელონა" "სან პაოლოზე" 25 თებერვალს ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 თებერვალი 2020 17:21
    13
    მიდი ლომო უნდა ამოტენო ნაპოლი მათსავე კედლებში მარადონას სექტანტებს უნდა ჩაახტე ტყუპი წიხლით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 21 თებერვალი 2020 17:17
    9
    მარადონას ბუნაგში უნდა ჩაატარო გაკვეთილი, ჯერ არნახული და დაუვიწყარი👊👊👊👊❤❤❤❤
    გულშემატკივარი [?]
    #1 21 თებერვალი 2020 15:51
    9
    კარგ ხასიათზე იქნება ანუ🔥