მარტინ ბრეითუეიტის პირველი კომენტარი "ბარსელონას" ფეხბურთელის რანგში

  • 20-02-2020, 23:39
  • მარტინ ბრეითუეიტის პირველი კომენტარი "ბარსელონას" ფეხბურთელის რანგში

    დანიელმა თავდამსხმელმა, მარტინ ბრეითუეიტმა, "ბარსელონას" ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა. 

    "რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ახდენილი ოცნებაა. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელს სურს, ასეთ გუნდში ითამაშოს. 

    მინდა, "ბარსელონასთან" ერთად ბევრი ტიტული მოვიგო. აქ დიდი წნეხის ქვეშ ვართ და ჩვენგან ბევრს ელიან, მე კი ვეცდები, გუნდს წარმატების მიღწევაში ყველანაირად დავეხმარო. 

    მე ტექნიკური ფეხბურთელი ვარ, ასევე, სისწრაფითა და სიძლიერით გამოვირჩევი, საუკეთესო თვისება კი, ჩემი აზრით, ინტელიგენტურობაა. 

    საკუთარ თავს "ფეხბურთის მოსწავლეს" ვეძახი. მუდმივად ვცდილობ, მეტი გავიგო და თამაში გავაუმჯობესო. 

    პირველ რიგში, აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდი გოლებით მოვამარაგო, რადგან ჩემი მოვალეობა გატანაა. 

    ჩემთვის დიდი დატვირთვა აქვს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით ვივარჯიშებ. ამ ყველაფერს მოუთმენლად ველი". - განაცხადა "ლეგანესის" ყოფილმა შემტევმა. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    21 თებერვალი 2020 07:54

    საქმემან შენმა გამოგაჩინოს.

    11
    გასულია
    Giorgi99 წევრი [?]

    21 თებერვალი 2020 07:53

    მოაშორეთ გუნდი გამიბანძეს ველოდო უნდა ალბათ 2030 წელს ამათმა ლიგა რომ მოიგონ

    1
    --------------------
    ⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽ 🎅🎅🎅🎅🎅🎅🎅🎅👻👻👻👻👻👻👻
    გასულია
    პეპ გუარდიოლა ფანი [?]

    21 თებერვალი 2020 00:53

    ამას მგონი ვნახავთ ჩასვრილს, ძაან თავში ავარდნილი ტიპია, მესი რო მესია მაგას არასოდეს უთქვამს ასეთი ვარ და ისეთიო, ეს რას ბრახუნებს ნეტა 😀

    3
    გასულია
    lesane C ფანი [?]

    21 თებერვალი 2020 00:02

    კარგად კი აკენწლა ისე :D

    4
    საიტზეა
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    21 თებერვალი 2020 00:00

    თავის ქება კარგად გცოდნია და თუ გუნდსაც მოერგები, რაც ყველაზე მთავარია, მაშინ სხვებიც შეგაქებენ და ეს იქნება შენთვის წინგადადგმული დიდი ნაბიჯი, წარმატებები!

    6
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    20 თებერვალი 2020 23:49

    წარმატების მეტი რა უ და ვუსურვოთ იმედია გამოადგება გუნდს

    10
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    messi :( წევრი [?]

    20 თებერვალი 2020 23:46

    წარმატებები, მეტი რა დაგვრჩენია

    3
    გასულია
    katalomia გულშემატკივარი [?]

    20 თებერვალი 2020 23:45

    Swrafi aris ki. Janzecaa. Xedva mshvenieri aqvs. Midi martin uceb adaptirdi da shegvayvare tavi. Warmatebebi.

    4
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    20 თებერვალი 2020 23:44

    იმედია 7-8 გოლს მაინც გაიტან.

    4
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    პარტნიორები
    Flashscore.ge