"ლეგანესი" ბრეითუეიტის ტრანსფერს უსამართლოდ მიიჩნევს

"ლეგანესი" ბრეითუეიტის ტრანსფერს უსამართლოდ მიიჩნევს

დღეს ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონამ" "ლეგანესის" დანიელი ფეხბურთელი მარტინ ბრეითუეიტი დაიმატა. ტრანსფერი "ლეგანესის" ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა - "ბარსამ" გამოსასყიდი თანხა, 18 მილიონი ევრო გადაიხადა.

"ბარსელონამ" ფეხბურთელის დამატების უფლება ლა ლიგისგან იმის გამო მიიღო, რომ უსმან დემბელე გუნდს 5 თვეზე დიდი ხნის ვადით გამოაკლდა. "ლეგანესს" კი, სეზონის ბოლომდე, ბრეითუეიტის შემცვლელის დამატების უფლება არ ექნება. სწორედ ამას უსვამს ხაზს მადრიდული კლუბის აღმასრულებელი დირექტორი მარტინ ორტეგა.

"ჩვენ ვაღიარებთ ამ წესს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ორ კლუბს შორის შეთანხმება ხდება. მომხდარი ეწინააღმდეგება იდეას, რომლის მიხედვითაც, ყველა კლუბი თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოს. ყველანაირად შევეცდებით გავუმკლავდეთ სიტუაციას, რომელმაც გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენა." - ციტირებს მარტინ ორტეგას სიტყვებს ESPN.

"ლეგანესის" წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ მას "ბარსელონას" მიმართ პრეტენზია არ აქვს: "ბარსელონა" კორექტულად მოიქცა. კლუბის წარმომადგენლები ორშაბათს დაგვიკავშირდნენ, ერთადერთი გზა კი გამოსასყიდის გადახდა იყო. ამას ვერ შევეწინააღმდეგეთ, რადგან კატალონიელებმა მოქმედი წესი გამოიყენეს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს წესი უსამართლოა.

ბრეითუეიტი პროფესიონალია. გუშინ, მან ვარჯიში სრულად ჩაატარა, იცოდა რა, რომ შეიძლებოდა ტრავმა მიეღო.  მას მადლობას ვუხდით იმ შესანიშნავი თამაშებისთვის, რომლებიც ჩვენთან გამართა.

იმედი გვაქვს, ფედერაცია ბრეითუეიტის შემცვლელის დამატების უფლებას მოგვცემს. ამ უფლების მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #10 21 თებერვალი 2020 16:07
    3
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    მოკეტე და ნუ წუწუნებ! არ გინდოდა ვინმეს გამოესყიდა? მაშინ 100 დაგედო და მაგდენს არავინ გადაიხდიდა.
    სუპერ ფეხბურთელი წაგვართვეს მაგ წესით და ტირილი არავის დაუწყვია,მაგრამ მადრიდელი ნაგავი ხარ და სხვანაირად არ შეგიძლია.

    გამოსყიდვაზე არ საუბრობს, გადარჩენისთვის ბრძოლობს ლეგანესი და ჯერ ელნეს*რის მერე სატრანსფერო ფანჯრის მერე მეორე ყველაზე გამტანი ფორვარდი წაართვეს, არ უნდოდათ აშკარად თვითონ გაყიდვა, სწორს ამბობს არადა, რა ქნას ეხა მაგან არავის ყიდვის უფლება რო არ აქვს?🤔

    ციტატა: M10 S9 D11
    მიაყენეთ რაა რას უშვებდით მაშინ

    არ გამოუშვიათ ამათ, გამოსასყიდი გადაიხადეს, თავპირიც რო დაეჭამათ აზრი არ ქონდა...
    ფანი [?]
    #9 21 თებერვალი 2020 07:55
    1
    ბარსა დაემსგავსა კორუმპირებულ გუნდს მესის წასვლის მერე მილანს დაემსგავსება ალბათ
    Culé [?]
    #8 20 თებერვალი 2020 23:39
    4
    ისე ბაზარი არაა :დ ხარ შენთვის წყნარად და ვიღაცგუნდს თავდამსხმელი არ ყავს.. მოდის გახევს და ეხლა შენრჩები ერთით ნაკლები თავდამსხმელით :დ
    Culé [?]
    #7 20 თებერვალი 2020 22:54
    2
    Usamartlod tu migachnia eg wesi raghato shenc apireb igive usamartlo wesis gamoyenebas? Daayene ert adgilas mag tako.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 20 თებერვალი 2020 22:03
    5
    აქ ბევრი წერდა ინიაკი უილიამსი მოიყვანონო. თვითონ ბრძანებს თუ მომიწვევენ არ გადავალო.
    -------------
    "ბილბაოს" თავდამსხმელმა, ინიაკი უილიამსმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" წინადადებას არ დათანხმდება.

    "ბარსა" "ბარსაა", მათ მესი ჰყავთ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ იქ არ გადავალ, თუ მიმიწვევენ. "ბილბაო" ყველაზე მაღლა დგას", - ციტირებს უილიამსის სიტყვებს GOAL.COM.

    "პირიქით, დაე, მესი გადმოვიდეს ჩვენთან. თუმცა, იგი "ბილბაოში" ვერ ითამაშებს, ბასკი არ არის".
    ibra ibra
    სტუმარი [?]
    #5 20 თებერვალი 2020 21:40
    3
    atalantas ra tavi gaugijebia ra iyo totenhems ra chiri etaka neta ra mouvida :d:d
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 თებერვალი 2020 21:11
    3
    ეს ფეხბურთელია? კარგათ თამაშობს, ისე სახეზე ეტყობა ტრავმები არ ექნება, იმასაჟისტებს ზამენაზე
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 20 თებერვალი 2020 20:40
    7
    მოკეტე და ნუ წუწუნებ! არ გინდოდა ვინმეს გამოესყიდა? მაშინ 100 დაგედო და მაგდენს არავინ გადაიხდიდა.
    სუპერ ფეხბურთელი წაგვართვეს მაგ წესით და ტირილი არავის დაუწყვია,მაგრამ მადრიდელი ნაგავი ხარ და სხვანაირად არ შეგიძლია.
    MeGauchoSi
    სტუმარი [?]
    #2 20 თებერვალი 2020 20:38
    12
    მასე იმასაც დააკლდება ფეხბურთელი ვისგანაც ლეგანიესი იყიდის... შეირგე 18 მილიონი და უგულშემატკივრე ბარსელონას... :D
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 თებერვალი 2020 20:38
    6
    მიაყენეთ რაა რას უშვებდით მაშინ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued