10 საინტერესო ფაქტი მარტინ ბრეითუეიტის შესახებ

10 საინტერესო ფაქტი მარტინ ბრეითუეიტის შესახებ

რამდენიმე წუთის წინ, "ბარსელონამ" მარტინ ბრეითუეიტის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 

წარმოგიდგენთ 10 მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტს "ლეგანესის" უკვე ყოფილი მოთამაშის შესახებ. 

1. ძირითადი ინფორმაცია

ბრეითუეიტი 1991 წლის 5 ივნისს, დანიის ქალაქ ესბიერგში დაიბადა - რამდენიმე თვის შემდეგ, "ბარსას" ოცნების გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტული მოიგო. 

მარტინმა კარიერა მშობლიური ქალაქის კლუბში დაიწყო და იქ 2013 წლამდე თამაშობდა. 

2. მე-5 დანიელი

28 წლის ფეხბურთელი გახდება თავისი ქვეყნის მეხუთე წარმომადგენელი, რომელიც "ბარსელონას" მაისურს მოირგებს. დღემდე, აქ ალან სიმონსენი, მიკაელ ლაუდრუპი, ტომას კრისტიანსენი და რონი ეკელუნდი თამაშობდნენ. 

3. ლაუდრუპი

ლეგენდარული დანიელი მოთამაშე ზემოთ ჩამოთვლილთა შორის ყველაზე წარმატებულია. მან "კამპ ნოუზე" თამაში მაშინ დაიწყო, როცა ბრეითუეიტი დაბადებულიც არ იყო. ლაუდრუპმა "ბარსელონას" შემადგენლობაში 5 წელი გაატარა და 65 გოლი გაიტანა. 

ბრეითუეიტის კონტრაქტს ვადა 4.5 წლის განმავლობაში ექნება. 

4. "ბარსა" და "ლეგანესი"

მარტინი ასევე მეხუთეა იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც კარიერის სხვადასხვა პერიოდში "ლეგანესისა" და "ბარსელონას" რიგებში ითამაშეს. მათ შორის ყველაზე ცნობილი სამუელ ეტოოა. 

5. ესბიერგი

ბრეითუეიტი "ესბიერგის" ძირითადი გუნდის წევრი 2009-13 წლებში იყო. მასთან ერთად, კლუბმა 34-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ტიტულის მოგება მოახერხა. 

6. ნაკრები

"ბარსას" ახალწვეული დანიის ეროვნულ ნაკრებში 2013 წლიდან თამაშობს. მას 39 მატჩში 7 გოლი (მათ შორის ერთი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ) დაუგროვდა. 

მარტინმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

7. სამხრეთ ამერიკული ფესვები

ბრეითუეიტის მამა წარმოშობით გაიანადანაა. სამხრეთ ამერიკული ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ მარტინს ნაკრებში თამაში 2012 წელს შესთავაზა (გაიანა CONCACAF-ს წევრია), თუმცა მან დანიისთვის მოცდა ამჯობინა. 

8. ბრეითუეიტი vs ბარსა

დანიელ თავდამსხმელს "ბარსელონას" წინააღმდეგ კარიერაში სამჯერ უთამაშია. მან ამ მატჩებში ერთი გოლის გატანა შეძლო, მოგება კი ვერცერთხელ მოახერხა. 

9. "ლეგანესის" ისტორიული ტრანსფერი

"ბარსამ" "ლეგანესს" ტრანსფერის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაუხადა. ამაზე მეტი თანხა მადრიდულ კლუბს მხოლოდ ორჯერ მიუღია - ბოლოს ამ ზამთარში, როცა იუსეფ ენ-ნესირი "სევილიაში" გადავიდა. 

10. ოჯახი

ბრეითუეიტი დაქორწინებულია და რამდენიმე თვეში მეოთხე შვილს ელოდება. მისი უმცროსი და, მატილდა, რომელიც 2002 წელს დაიბადა, დანიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 თებერვალი 2020 17:32
    1
    როტაციებში გამოგვადგება მშვენივრად
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 თებერვალი 2020 17:07
    2
    ლაუდრუპმა 65 გოლი გაატარა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 თებერვალი 2020 15:02
    4
    Sanam siaxles dadeb,koreqtireba gaukete,dzalian becri shecdoma gaqvs