მესი და სუარესი ევროპაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელები არიან

მესი და სუარესი ევროპაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელები არიან

"ბარსელონას" სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავები, ლიონელ მესი და ლუის სუარესი ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მოთამაშე ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც, კარიერის განმავლობაში, აქტიური მონაწილეობა (გოლი ან საგოლე პასი) უფრო მეტ გოლში მიუღიათ, ვიდრე თამაში ჩაუტარებიათ. არგენტინელისა და ურუგვაელის გარდა ასეთი მაჩვენებელი არავის აქვს.

პირველ ადგილზე მესია. მას, კარიერის განმავლობაში, 852 თამაში აქვს ჩატარებული. ლეოს ანგარიშზე 692 გოლი და 289 ასისტია, სულ 981. გამოდის, რომ მესი, თამაშში, საშუალოდ, 1.15 გოლს ქმნის.

ლუის სუარესს, 709 თამაშში, 458 გოლი და 260 ასისტი დაუგროვდა. სულ 718, ანუ, თამაშში, საშალოდ, 1.01.

"ბარსელონურ" დუეტს კრიშტიანუ რონალდუ მოსდევს. კარიერის განმავლობაში ჩატარებულ 997 შეხვედრაში პორტუგალიელს 724 გოლი და 220 ასისტი (სულ 944) დაუგროვდა, რაც, საშუალოდ, თამაშში შექმნილ 0.95 გოლს უდრის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 თებერვალი 2020 17:10
    0
    საუკეთესო დუო მსოფლიოში ეეჰ რა დროს არ გვყავს ჯეკა რაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 თებერვალი 2020 14:15
    0
    პირველ ადგილზე მესია. მას, კარიერის განმავლობაში, 852 თამაში აქვს ჩატარებული. ლეოს ანგარიშზე 692 გოლი და 289 ასისტია, სულ 981. გამოდის, რომ მესი, თამაშში, საშუალოდ, 1.15 გოლს ქმნის.
    იქნებ დააზუსტოდ სად და რომელ ტურნირებზე აქვს ეს შედეგი. როგორც მახსოვს ეხლახანს წავიკითხე ორი კვირის წინ ასეთი მდგომარეობა იყო:
    У Роналду 722 гола, у Пеле – 767, у Ромарио – 734. Лео Месси пока замыкает пятерку.
    Страйкер «Ювентуса» Криштиану Роналду реализовал два пенальти в матче 25-го тура чемпионата Италии против «Фиорентины» (3:0).
    На счету португальца стало 722 гола в официальных встречах. Роналду обогнал немца Герда Мюллера, который забил 720 мячей, и вышел на третье место в истории по голам за карьеру. Первую строчку в рейтинге занимает бразилец Пеле (767 мячей), вторую – соотечественник Короля футбола Ромарио (734).
    Также в пятерку лучших бомбардиров в истории входят венгр Ференц Пушкаш (706) и аргентинец Лионель Месси (705).

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    პასსაც გააჩნია,მესის პასები შედევრია. გვერდზე და უკან,ბურთის მოშორების მიზნით გაკეთებული პასები არ უნდა ითვლებოდეს საგოლე გადაცემად

    რონალდუს პასები ეს ყველა მისი დარტყმის მერე მოგერიებული ბურთებია, რომლის გატანის შემდეგ. ჩვეულებრივ თანაგუნდელები კრისტინას ოფიციალურ ბოდიშს ინტერვიუებში უხდიან ხოლმე.
    Culé [?]
    #2 20 თებერვალი 2020 12:06
    0
    Jekas edzaxe 9anio da procentulad leoze meti asisti gamoudis. Ronaldo (brazilieli) Batistuta, Forlani da Chveni Jeka. Visi tamashic minaxavs eseni sauketesoebi arian 9 ze.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 20 თებერვალი 2020 11:49
    7
    პასსაც გააჩნია,მესის პასები შედევრია. გვერდზე და უკან,ბურთის მოშორების მიზნით გაკეთებული პასები არ უნდა ითვლებოდეს საგოლე გადაცემად