MD: ხვალ "ბარსას" ახალი თავდამსხმელი ეყოლება

  • 17-02-2020, 12:00
  • MD: ხვალ "ბარსას" ახალი თავდამსხმელი ეყოლება

    Mundo Deportivo სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს - კატალონიური გამოცემის ცნობით, "ბარსელონა" ახალი თავდამსხმელის დამატების უფლებას დღეს მიიღებს, ხვალ კი "ბლაუგრანა" ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს.

    იმის გამო, რომ უსმან დემბელე გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა, "ბარსას" მისი შემცვლელი არასატრანსფერო პერიოდში დამატების უფლება აქვს. თუმცა, ეს უფლება ჯერ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და ლა ლიგამ უნდა დაადასტუროს. ლა ლიგის წარმომადგენლის განცხადებით, შესაძლოა, "ბლაუგრანას" მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს, მაგრამ Mundo Deportivo-ს ბოლო ცნობით, პასუხი დადებითი იქნება და ის დღეს გაოფიციალურდება.

    კატალონიური წყაროს ცნობით, "ბარსელონაში" უკვე გადაწყვიტეს, თუ ვის შეიძენენ. ევროკავშირის პასპორტის უქონლობისა და ფასის გამო, გამოირიცხა ვილიან ჟოზეს ვარიანტი. დარჩა 3 კანდიდატი - ლუკას პერესი (დეპორტივო), ანხელ როდრიგესი (ხეტაფე), როხერ მარტი (ლევანტე). კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ხვალ გავიგებთ, თუ ვისზე შეაჩერა "ბარსამ" არჩევანი.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    17 თებერვალი 2020 17:25

    იაგო ასპასი რო მოიყვანოთ არა?

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    BOMBORA..NEYMAR JR..MSN..ANSU FATI ფანი [?]

    17 თებერვალი 2020 15:55

    ციტატა: buxo
    ციტატა: me da barca
    ლეპტოპით შემოვედი და საიტის სმაილებს რა ეტაკა, თუ მარტო ჩემთან ხდება ეს.

    ჩემთანაც ეგრეა ჯიგარო კუბიკებია სმაილების ნაცვლად

    😂 😂

    0
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე❤️ ჩემი ოქროს ბიჭუნა ბარსას მომავალი❤️❤️❤️❤️❤️⚽⚽⚽⚽🏆
    ❤️Take us back at home Our crazy neymar-jr❤️
    ⚽ MSN⚽ MSN ⚽ MSN ⚽ MSN ⚽ MSN ⚽
    გასულია
    buxo გულშემატკივარი [?]

    17 თებერვალი 2020 14:46

    ციტატა: me da barca
    ლეპტოპით შემოვედი და საიტის სმაილებს რა ეტაკა, თუ მარტო ჩემთან ხდება ეს.

    ჩემთანაც ეგრეა ჯიგარო კუბიკებია სმაილების ნაცვლად

    0
    --------------------
    "ფეხბურთელები მონები არიან. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რადგან თავადაც ფეხბურთელი ვიყავი". - იოზეპ ბლატერი.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    17 თებერვალი 2020 14:29

    ლეპტოპით შემოვედი და საიტის სმაილებს რა ეტაკა, თუ მარტო ჩემთან ხდება ეს.

    1
    გასულია
    kluivert გულშემატკივარი [?]

    17 თებერვალი 2020 14:15

    ამ სამივეს ქვილითაია ჯობია. რა მარაზმია, ლევანტეს თავდამსხმელი ბარსაში.

    1
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    17 თებერვალი 2020 13:39

    რა გეჩქარებათ, ივნისამდე 4 თვე კიდეა...ვინ არიან ან ეს ფედერაცია და ლა ლიგა და ბარსა ხო ვაბშე, ხვალ შეიძლება ნება დაგვრთონ და ამათ კანდიდატები ყავთ დო-ია გაგიჯდება კაცი. ვინ დარდობს კლუბის შემადგენლობაზე.....

    1
    გასულია
    Don Leo გულშემატკივარი [?]

    17 თებერვალი 2020 12:51

    სადაა ახლა კოუტინიო ☆☆AM იდეალური იქნებოდა

    5
    გასულია
    Msn91011 წევრი [?]

    17 თებერვალი 2020 12:26

    ლა ლიგისთვის აუცილებლად გვჭირდება ვინმე მაგრამ ლიგაზე 4-4-2 ტაქტიკას უნდა მიაჩვიოს კიკემ გუნდი. ფატის ძირითადში დაყენება გრანდებთან კატასტროფა იქნება. საერთოდ ლიგაზე ნაპოლის თუ გავცდით ეგეც კაი იქნება საერთოდ რას უნდა ველოდოთ ლიგაზე არვიცი. 1 წელი დაკარგა უბრალოდ მესიმ და ბარსამ

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge