დღე, როდესაც "ბარსას" თამაში ტელევიზიით პირველად აჩვენეს

დღე, როდესაც "ბარსას" თამაში ტელევიზიით პირველად აჩვენეს

დღეს, ფეხბურთის პირდაპირ ეთერში ყურება აღარავის უკვირს, განსაკუთრებით, თუ საქმე "ბარსელონას" დონის გუნდის თამაშს ეხება. გულშემატკივრებს საშუალება აქვთ საყვარელი გუნდის თამაშს თვალი არა მხოლოდ ტელევიზორის, არამედ სხვა მოწყობილობის საშუალებით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მიადევნონ. თუმცა, ასე არ იყო 1959 წელს...

ზუსტად 61 წლის წინ, 1959 წლის 15 თებერვალს, "ბარსელონასა" და "რეალის" ისტორიული დაპირისპირება გაიმართა (იმ დროს, ამ თამაშს "ელ კლასიკოს" ჯერ არავინ უწოდებდა).

ესპანეთში, ტელევიზიის ისტორია 1956 წელს, TVE-ს დაარსებით იწყება. 3 წლის განმავლობაში მაუწყებლობის შემდეგ, TVE-მ გადაწყვიტა "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება პირდაპირ ეთერში ეჩვენებინა. იმ დროს, ვერავინ იფიქრებდა, თუ მოვიდოდა დრო და ტელევიზორი ყველა ოჯახში იქნებოდა. პირველი მიზეზი ფასი იყო, მეორე კი ის, რომ საკმარისი რაოდენობის ტელევიზორები უბრალოდ არ არსებობდა. ამ ღირსშესანიშნავი დღისთვის, ქალაქში არსებული ყველა, დაახლოებით 6 ათასი ტელევიზორი გაიყიდა.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა ესპანური ტელევიზიის ისტორიაში, როდესაც ფეხბურთს აჩვენებდნენ, მაგრამ სიგნალმა კატალონიის დედაქალაქამდე პირველად სწორედ ამ დღეს მიაღწია.

იმ დროს, "ბარსას" მიერ ლა ლიგის ბოლოს მოგებიდან უკვე 7 წელი იყო გასული, "რეალს" კი ჩემპიონთა ლიგის პირველი 3 გათამაშება მოგებული ჰქონდა. თუმცა, პირველ წრეში ახალ "კამპ ნოუზე" 4-0 მოგებამ კატალონიელებს იმედი ჩაუსახა.

"რეალთან" დაპირისპირების ტელევიზორში ხილვის სურვილმა მთელი ქალაქი მოიცვა. ბარები და რესტორნები, რომლებსაც ტელევიზორი ჰქონდათ, მათ ტერიტორიაზე შესვლაზე დიდ გადასახადს აწესებდნენ, ხოლო ვინც იმდენად პრივილეგირებული იყო, რომ ტელევიზია სახლში ჰქონდა, თავისთან სტუმრებს ეპატიჟებოდა. სადაც იყო ტელევიზორი, იქ იყო ხალხიც.

თუმცა, ტექნიკური პრობლემების გამო, პირველი ტაიმი პირდაპირ ეთერში ვერ აჩვენეს. საბედნიეროდ, გულშემატკივრებს ბევრი არაფერი გამოუტოვებიათ.

პრობლემა შესვენებაზე გამოსწორდა და გულშემატკივრებმა მე-2 ტაიმი პირდაპირ ეთერში იხილეს. სწორედ მე-2 ტაიმში გავიდა ერთადერთი გოლი, რომელიც, სამწუხაროდ, "რეალის" ფეხბურთელმა, ხესუს ერერამ გაიტანა.

ისტორიულ მატჩში წაგების მიუხედავად, სეზონი "ბარსელონამ" მაინც წარმატებით დაასრულა. კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატიც მოიგეს და სამეფო თასიც.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 თებერვალი 2020 17:10
    0
    "რეალთან" დაპირისპირების ტელევიზორში ხილვის სურვილმა მთელი ქალაქი მოიცვა. ბარები და რესტორნები, რომლებსაც ტელევიზორი ჰქონდათ, მათ ტერიტორიაზე შესვლაზე დიდ გადასახადს აწესებდნენ"
    და რა შეიცვალა? ეხლაც კლასიკოზე ბარში არ შეგიშვებენ თუ კაი ზაკაზი არ გააკეთე, მინიმუმზე კი იქ დაგსვავენ საიდანაც ტელევიზორი თითქმის არ ჩანს. ეს იმიტომ რო კლასიკო ესპანეთში მინიმუმ ერთი თამაში ფასიანია და ჩვეულებრივ ეთერში არ აჩვენებენ, ეგ კი არა ბარმენს რო საკაბელო ქონდეს და ის აჩვენოს ხალხს, იმასაც კი უკონტროლებენ. ამისათვის კი ტელევიზორის კუთხეში სპეციალური ლოგო ადევს, რაც მის ბარში გაყიდვის უფლებას იძლევა.

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    გაგვიმართლა,რომ ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ.

    შენ კი მაგრამ ესპანელებს ისე რა...
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 15 თებერვალი 2020 12:41
    6
    გაგვიმართლა,რომ ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ.