კიკე სეტიენი: ჩვენ ისეთივე ფავორიტები ვართ, როგორც "რეალი"

  • 15-02-2020, 10:52
  • კიკე სეტიენი: ჩვენ ისეთივე ფავორიტები ვართ, როგორც "რეალი"

    "ბარსელონას" დამრიგებელი კიკე სეტიენი, "რეალთან" 3-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, მიიჩნევს, რომ ლა ლიგას ჯერ ფავორიტი არ ჰყავს.

    ახლახანს, სეტიენის წინამორბედმა, ერნესტო ვავლერდემ, ლა ლიგის ფავორიტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ "რეალი" წელს ძალიან ძლიერია. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ამ თემაზე კითხვა სეტიენსაც დაუსვეს.

    "ბევრი ჩემპიონატის ბედს დეტალები წყვეტს, ზოგჯერ ბოლო წუთებზე, ან ისეთ სიტუაციებში, რომლებსაც ვერცერთი გუნდი აკონტროლებს. ჩვენ ისეთივე ფავორიტები ვართ, როგორც "რეალი".

    "რეალი" 3 ქულით წინაა, მაგრამ ჩვენ "ბერნაბეუზე" თამაში გვაქვს დარჩენილი. ამ მატჩს დიდი მოლოდინებით ვხვდებით. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დაპირისპირება." - ციტირებს სეტიენის სიტყვებს Tribuna.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    15 თებერვალი 2020 12:43

    არანაირი ფავორიტი არაა სამეფო სამონეთი,პერესის პიარი მიდის ზიდანზე და ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ცდილობენ კლუბსა და ფანებზე. ბერნალეოზე ვივარჯიშებთ და დავიბრუნებთ კუთვნილ ადგილს,თუ რა თქმა უნდა სხვამ არ ათრია მანამდე.

    9
    --------------------
    დემბუზ 😭😭😭💖💖💖
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    CHEPE ფანი [?]

    15 თებერვალი 2020 11:14

    კიკეე ვალვერდეს 1 რამეში უნდა დაემგვანო რეალს იმან 2 ჯერ მოუგო 3:0 ბერნაბეუზე და შენც უნდა მოუგო თანაც მშრალად👌👌👌

    11
    გასულია
    duggu ფანი [?]

    15 თებერვალი 2020 11:02

    მიდი კიკიტო სამეფო მონები უნდა ატრიო საკუთარ კედლებში და შენ იქნები ადამიანი. მე მჯერა შენი და აბა წარმატებები

    10

    პარტნიორები

    Flashscore.ge