"ხეტაფეს" მწვრთნელი პრეზიდენტს არ ეთანხმება: იმედი მაქვს, ანხელი "ბარსელონაში" არ გადავა

"ხეტაფეს" მწვრთნელი პრეზიდენტს არ ეთანხმება: იმედი მაქვს, ანხელი "ბარსელონაში" არ გადავა

უსმან დემბელეს შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, ანხელ როდრიგესი, ხვალ, "ხეტაფესთან" ერთად "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშებს.

ხოსე ბორდალასი, რომელიც მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი 2016 წლიდანაა, აცხადებს, რომ ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა არ სურს. 

"ანხელის გარეშე "ხეტაფე" ბევრს დაკარგავს. ის ჩვენ ძალიან გვეხმარება. იმედი გვაქვს, ანხელი ჩვენთან დარჩება". 

საინტერესოა, რომ ბორდალასი "ხეტაფეს" პრეზიდენტის, ანხელ ტორესის სიტყვებს ეწინააღმდეგება - ტორესმა თქვა, რომ თუ "ბარსა" ფულს გადაიხდის, მათ ხელს ვერ შეუშლის. 

"ხეტაფე" ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ "ბარსელონასა" და "რეალს" ჩამორჩება, ანხელი კი მათ წარმატებათი დიდ როლს თამაშობს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 თებერვალი 2020 20:21
    1
    "ანხელის გარეშე "ხეტაფე" ბევრს დაკარგავს. ის ჩვენ ძალიან გვეხმარება. იმედი გვაქვს, ანხელი ჩვენთან დარჩება".-ხოსე ბორდალასი

    "ანხელის გარეშე "ხეტაფე" იმედია ბევრს დაკარგავს. ის ჩვენ ძალიან დაგვეხმარება, იმედია ის ბარსაში გადმოვა"-კიკე სეტიენი
    ფანი [?]
    #4 14 თებერვალი 2020 19:32
    0
    დიეგო ლაინესი, ინიაკი უილიამსი, იაგო ასპასი, ანტე ბოდიმირი, მარტინ ბრეიტვეიტი, რაულ დე ტომასი, ჯონათან კალიერი- აქედან ერთ-ერთი გვინდა
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 14 თებერვალი 2020 19:08
    0
    სიკეთე გააკეთე და არ გამოუშვა😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 თებერვალი 2020 17:29
    1
    დარჩეს მერე კაცო ცის რა ფეხებად უნდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #1 14 თებერვალი 2020 17:08
    1
    მესპანეთიდან ინიაკი საუკეთესო ვარიანტია