მარკ კუკურელია: "ბარსელონაში" იმ შანსს ვერ მიიღებ, რაც დაიმსახურე

  • 14-02-2020, 12:17
  • მარკ კუკურელია: "ბარსელონაში" იმ შანსს ვერ მიიღებ, რაც დაიმსახურე

    "ბარსელონადან" "ხეტაფეში" განათხოვრებული მარცხენაფლანგელი უნივერსალი მარკ კუკურელია აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბში მას თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია.

    21 წლის ესპანელი, რომელიც დაცვისა და ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობს, "ბლაუგრანას" სკოლის აღზრდილია. პირველ გუნდში მას მხოლოდ ერთი თამაში აქვს ჩატარებული, ისიც ესპანეთის თასზე, 7 წუთი. 2018/19 წლების სეზონის "ეიბარში" იჯარით გატარების შემდეგ, ბასკურმა გუდმა ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოისყიდა, მაგრამ "ბარსამ" მალევე დაიბრუნა და "ხეტაფეში" გაანათხოვდა.

    ხვალ, "ხეტაფე" "ბარსელონას" დაუპირისპირდება, თამაშის წინ კი კომენტარი კუკურელიამ გააკეთა.

    "ბარსელონაში", რომელიც დიდი კლუბია, საბოლოოდ, მთავარი მოგებაა. შესაძლოა, კატალონიელებს დღეს იმდენი მოთმინება აღარ აქვთ, რამდენიც ადრე ჰქონდათ.

    აკადემიის ფეხბურთელებს, "ბარსელონაში", ის შანსი არ გვეძლევა, რომელსაც ვიმსახურებთ. ეს არ მომწონდა, რადგან ველოდი, რომ კლუბი აკადემიას მეტ ნდობას გამოუცხადებდა.

    ფეხბურთში, ყველაზე მნიშვენლოვანი მოგებაა. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოთმინება. ეს არ მომწონდა, რადგან ველოდი, რომ "ბარსა" ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეტ შანსს მისცემდა." - ციტირებს კუკურელიას სიტყვებს Sport.

    "ხეტაფე" მიმდინარე სეზონს ძალიან კარგად ატარებს. 23 ტურის შემდეგ მადრიდელები მე-3 ადგილზე არიან. ამაში თავისი დიდი წვლილი კუკურელიამაც შეიტანა, რომელიც მოედნის ერთადერთი მოთამაშეა (მეკარის გარდა), რომელმაც ყველა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მის აქტივში 1 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Madona წევრი [?]

    14 თებერვალი 2020 18:08

    ეს კიდე სულ 21 წლის როგორაა, ასაკი არ ემატება?😂😂

    3
    --------------------
    "ბარსელონა" ეს ხომ ფეხბურთის ზეიმია❤
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    14 თებერვალი 2020 17:58

    ციტატა: Don_Andresito
    ესეთი განცხადებები კარგი არაა მარა უნიჭო ფირპო რატო იყიდეს ვერ გავიგე როცა ეს გვყავდა. მარცხენა მცველი არაა, სულ ნახევარმცველად თამაშობს და შეტევაში კარგია, დაცვაში ნაკლებად მარა ბარსას სტილია ეგეც. ვალვერდეს არ უნდოდა ალბათ თორე სეტიენი წესით დაიტოვებდა. ჯერ მაინც ადრეა ამის დაბრუნება, კიდე ერთი იჯარა ოღონთ ხეტაფე ეიბარში კი არა, სევილიაში ან სადმე ეგეთ გუნდში, იქაც თუ ჩაჯდა ძირითადში მერე უკვე მზად იქნება ბარსას პირველი გუნდისთვის, ალბაც ააცვამს მალე და იქნებ 70 მილიონიანი ტრანსფერი აღარ დაგვჭირდეს ალბას შესაცვლელად

    Jobda ro gaushves dzaan Didi praqtika miigo da ravici chemi azrit ar unda gauchirdes ert 2 weliwadshi tamashi

    1
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    14 თებერვალი 2020 17:21

    აი ეს საერთოდ ხმას რატო იღებს ჯერ მარტო კუკურელია როა გვარად მაგიტომ უნდა მოიკლას თავი

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Don_Andresito [?]

    14 თებერვალი 2020 17:07

    ესეთი განცხადებები კარგი არაა მარა უნიჭო ფირპო რატო იყიდეს ვერ გავიგე როცა ეს გვყავდა. მარცხენა მცველი არაა, სულ ნახევარმცველად თამაშობს და შეტევაში კარგია, დაცვაში ნაკლებად მარა ბარსას სტილია ეგეც. ვალვერდეს არ უნდოდა ალბათ თორე სეტიენი წესით დაიტოვებდა. ჯერ მაინც ადრეა ამის დაბრუნება, კიდე ერთი იჯარა ოღონთ ხეტაფე ეიბარში კი არა, სევილიაში ან სადმე ეგეთ გუნდში, იქაც თუ ჩაჯდა ძირითადში მერე უკვე მზად იქნება ბარსას პირველი გუნდისთვის, ალბაც ააცვამს მალე და იქნებ 70 მილიონიანი ტრანსფერი აღარ დაგვჭირდეს ალბას შესაცვლელად

    2
    გასულია
    პეპ გუარდიოლა გულშემატკივარი [?]

    14 თებერვალი 2020 16:01

    ფირპოზს ბევრად აჯობებს შეტფვაში, დაცვაში ერთი სლეა ორივე

    1
    გასულია
    Albicelecte ფანი [?]

    14 თებერვალი 2020 15:41

    არა მგონია ჟუნიორ ფირპოზე ნაკლებად ეთამაშა, თუ უკეთ არა

    2
    გასულია
    FloweN წევრი [?]

    14 თებერვალი 2020 15:38

    სწორს ამობობს,მაგრამ არასწორად.

    4
    საიტზეა
    Wtf man ფანი [?]

    14 თებერვალი 2020 14:12

    ამ ზაფხულს უნდა დავიბრუნოთ და ფირპო გავყიდოთ. ფულსაც ავიღებთ ფირპოში და პლიუს უფრო ძლიერი ზამენა ეყოლება ალბას და შეილება ამოაგდოს კიდეც ძირითადიდან

    3
    გასულია
    QIROESTA ფანი [?]

    14 თებერვალი 2020 13:33

    ხოდა დაგენ*რა

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge