"ბარსელონამ" "ბეტისს" 15 მილიონი შესთავაზა

  • 13-02-2020, 20:15
  • "ბარსელონამ" "ბეტისს" 15 მილიონი შესთავაზა

    როდრიგო მორენოს საგის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, "ბარსელონამ" ყურადღება სხვა რამდენიმე ესპანელ ფორვარდზე გადაიტანა. 

    ისეთი ფეხბურთელის პოვნა, რომლის კლუბის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება ადვილი იქნება, "ბარსას", ჯერჯერობით უჭირს. თუმცა, Marca-ს ინფორმაციით, ახლახანს კატალონიელებმა ბედი სცადეს და ლორენ მორონის სანაცვლოდ "რეალ ბეტისს" 15 მილიონი ევრო შესთავაზეს. 

    "ბეტისი" თანახმა არ არის - ლორენის გაშვების შემთხვევაში, მათ შემცვლელის შეძენის უფლება არ ექნებათ, გუნდში კი მის გარდა მხოლოდ ერთი თავდამსხმელია. 

    ასე რომ, "ბარსელონას" მორონის დამატება მხოლოდ მაშინ შეეძლება, თუ მის გამოსასყიდ თანხას - 40 მილიონს გადაიხდის, რაც არარეალურია. 

    თუ ლორენის ტრანსფერი ჩაიშლება, "ბარსას" პრიორიტეტი, დიდი ალბათობით, "ხეტაფეს" ფეხბურთელი ანხელი გახდება. 


    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ბეტისი

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    14 თებერვალი 2020 02:46

    ციტატა: antonio
    მორონების და ანხელების მოგებული ტიტულები არ გაიშვა ჯობია ისევ ამ რესურსით გავიდნენ როგორმე ფონს და ზაფხულიდან იჩალიჩონ ახალ გუნდზე ამ სეზონს მაინც უტიტულობის სუნი უდის სამწუხაროდ

    100%. ახალგაზრდებისთვის მაინც იქნება სტიმული რაის ანხელი და მოლინა. მაქსიმუმ 2 გოლი გაიტანონ ისიც საუკეთესო შემთხვევაში. პროსტა პერესი ვინც გაუშვა ისაა საცემი. იუვედან რო მოიყვანეს პერეირა ეგეც დატესტონ შემტევი ნახევარმცველია. ეს აბეც ეხლა დაიმტვრა. ალბათ ჩავი სიმონსი როგორ ნანობს...

    0
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    13 თებერვალი 2020 22:45

    თუ ფორმალურად სურთ ვინმეს დაყენება წინა ხაზში,მაშინ ისევ რობერტო აფაფხურონ, უაზროდ არ ღირს ფულის ყრა.

    6
    --------------------
    დემბუზ 😭😭😭💖💖💖
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    antonio წევრი [?]

    13 თებერვალი 2020 22:01

    მორონების და ანხელების მოგებული ტიტულები არ გაიშვა ჯობია ისევ ამ რესურსით გავიდნენ როგორმე ფონს და ზაფხულიდან იჩალიჩონ ახალ გუნდზე ამ სეზონს მაინც უტიტულობის სუნი უდის სამწუხაროდ

    8
    გასულია
    Sergio5 ფანი [?]

    13 თებერვალი 2020 21:50

    ამ ვარიანტს კიდე არაუშავს

    4
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    13 თებერვალი 2020 20:27

    კაროჩე ეხლა მოიჭრის ყველა ჭიპს და ეხლა გვეტყვის ყველა უარს რაა

    7
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Geo-fcb წევრი [?]

    13 თებერვალი 2020 20:26

    იცით როგორ კომენტარებზე ვღადაობ, ვთქვათ ფორვარდი სჭირდება გუნდს და (მითუმეტეს ასე სასწრაფოდ) კომენტარებში ვკითხულობ: აუ მბაპეზე მაინც იჩალიჩონ ფელიშზე მაინც იჩალიჩონ...
    იჩალიჩონ რაა დახლზე კიარ ალაგია და აირჩიე ვინც გინდათო... sweat_smile

    ისე ნაჩქარევად ამ ყარტა ყურტალა ფორვარდების ძებნას, რომელიც დიდი ალბათობით არ გამოდგებიან და ბოატენგივით გაუშვებენ, კობია ვინმე ნიჭიერი ფორვარდი ამოწიონ პირველ გუნდში.
    სხვათაშორის ისტორიულად ძალიან ბევრი ლეგენდა ფეხბურთელი აღმოჩენილა ასე, გუნდს რო უჭირს, საკადრო პრობლემები აქვს, მერე ვინმე პატარა ბიჭს ათამაშებენ და... შემდეგ რაც მოხდა ყველას გაგაკვირვებთ... joy

    13
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    13 თებერვალი 2020 20:17

    Masxarad igdeben gundsac da gulshematkivarsac

    4

    პარტნიორები

    Flashscore.ge