"რა ჯანდაბა უნდა მაურიციო სარის?"

  • 13-02-2020, 13:23
  • "რა ჯანდაბა უნდა მაურიციო სარის?"

    "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ლიონელ მესის მის გუნდში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება.

    მას შემდეგ, რაც მესის კლუბის სპორტულ დირექტორთან, ერიკ აბიდალთან ურთიერთობა დაეძაბა, ლეოს "ბარსელონადან" შესაძლო წასვლის შესახებ ხმების გავრცელება დაიწყო. ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც არგენტინელი დაუკავშირეს, "იუვენტუსია".

    "თქვენ მეკითხებით ლეო მესიზე, მსოფლიო დონის ფეხბურთელზე, რომელსაც "ბარსელონასთან" კონტრაქტი აკავშირებს. ამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა არ შემიძლია.

    ლეო "ბარსელონას" ფეხბურთლია. მე რომ "ბარსას" დირექტორი ვიყო, ვიტყოდი: "რა ჯანდაბა უნდა სარის?" ასე რომ, მირჩევნია, არ გიპასუხოთ." - ციტირებს სარის სიტყვებს Sport.

    ერთადერთი, ვინც მესის შეძენის სურვილს ღიად ადასტურებს, "ბორნმუთის" მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუა. რა თქმა უნდა, ხუმრობით.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    14 თებერვალი 2020 02:52

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    მესი რომ იუვეში გადავიდეს ბუფონი კიდე დარჩება ფეხბურთში 1 წლით 😂😂😂 მესი რონალდო დიბალა უკვე თემაა და მგონი ეღირსება ამ კცას ლიგა 😀😀

    ეგ ისედაც რჩება. სტადიონზე უნდა მოვკვდეო დაიბარა

    2
    გასულია
    GUGU MSN ახალბედა [?]

    13 თებერვალი 2020 23:16

    ეს რო ბებერ ქალბატონებს შეუერთდეს 100 %-იან ტრიპლეტი გარანტირებული ექნებათ გინდ სიტი იყოს გინდ პარიზი დადებენ რონალდუ დიბალა მესსი >>>>> მესსი მბაპე ნეიმარი >>>>>>> მესსი აგუერო სტერლინგი აზრზე ხართ

    6
    გასულია
    პეპ გუარდიოლა გულშემატკივარი [?]

    13 თებერვალი 2020 17:29

    მესი რომ იუვეში გადავიდეს ბუფონი კიდე დარჩება ფეხბურთში 1 წლით 😂😂😂 მესი რონალდო დიბალა უკვე თემაა და მგონი ეღირსება ამ კცას ლიგა 😀😀

    7
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    13 თებერვალი 2020 16:53

    რა ინტრიგული სათაურია joy joy

    4
    --------------------
    დემბუზ 😭😭😭💖💖💖
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    Kulle გულშემატკივარი [?]

    13 თებერვალი 2020 15:52

    ციტატა: M10 S9 D11
    ალესილი მქონდა გინებები მარა იმედი გამოცრუვდა ისეთი სტატია დამხვდა 😂😂😂😂😂

    :D :D :D :D :D :D :D მე კიდე ეხლა გინების კომენტარებს წავიკითხვა ჩავუჯდები მეთქი დაუშვებენ ახლა ამას მეთქი

    2
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    13 თებერვალი 2020 14:19

    ალესილი მქონდა გინებები მარა იმედი გამოცრუვდა ისეთი სტატია დამხვდა 😂😂😂😂😂

    15
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    13 თებერვალი 2020 14:11

    smile joy smile
    სარის "შამპუნას" კბენის არ ეშინია ??? joy smile joy

    4
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    13 თებერვალი 2020 13:59

    ციტატა: Clever liar
    ისე კარგად თქვა, გამინადგურა კომენტარის დაწერის სურვილი :D

    მაინც შეიძლებოდა შარის მოდება ამ კაზიოლისთვის, მაგალითად როცა მესიზე ამბობს: "თქვენ მეკითხებით ლეო მესიზე, მსოფლიო დონის ფეხბურთელზე"-ო.
    შეიძლება მსოფლიოს დონის ფეხბურთელი იუვეში ძირითადის ყველა თერთმეტივე ფეხბურთელი იყოს იმ შამპუნას თამადობით, მაგრამ მესიზე თქვა "მსოფლიოს დონის"-ო ცოტა უხერხულია, მინიმუმ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შეეძლო ეთქვა და ისიც იმიტომ რომ ეგეც და იუვეს მთელი სტაფი მსოფლიოს ნომერ პირველად რონალდუს თვლის.

    3
    საიტზეა
    Clever liar წევრი [?]

    13 თებერვალი 2020 13:40

    ისე კარგად თქვა, გამინადგურა კომენტარის დაწერის სურვილი :D

    13

    პარტნიორები

    Flashscore.ge