კარგი ამბავი - სუარესი, შესაძლოა, ვადაზე ადრე დაბრუნდეს

  • 12-02-2020, 13:07
  • კარგი ამბავი - სუარესი, შესაძლოა, ვადაზე ადრე დაბრუნდეს

    პოპულარული სპორტული ვებგვერდი Goal "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის ძალიან სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, დიდი შანსია, "ბლაუგრანას" ურუგვაელი ვარსკვლავი ლუის სუარესი გუნდს მიმდინარე სეზონშივე დაუბრუნდეს.

    33 წლის თავდამსხმელი უკვე ყავარჯნების გარეშე დადის. Goal-ის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, სუარესის აპრილის მე-2 ნახევარში დაბრუნებაა შესაძლებელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლუისმა, შესაძლოა, ლა ლიგის ბოლო 6 ტურში ითამაშოს ("ატლეტოკოსთან", "ვილიარეალთან", "ესპანიოლთან", "ვალიადოლიდთან", "ოსასუნასთან" და "ალავესთან"), ასევე მონაწილეობა მიიღოს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალურ შეხვედრებში, თუ, რა თქმა უნდა, "ბარსელონა" ამ ეტაპამდე მივიდა.

    ლუის სუარესმა ტრავმრებულ მუხლზე ოპერაცია ესპანეთის სუპერ თასზე "ატლეტიკოსთან" წაგების (2-3) შემდეგ გაიკეთა. თავდაპირველი ინფორმაციით, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ის მოედანზე დაბრუნებას ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მოახერხებდა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    12 თებერვალი 2020 23:58

    ის მოედანზე დაბრუნებას ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მოახერხებდა.

    "ამინ" სუარესის დაბრუნებასაც და "ამინ" ლიგის ფინალში თამაშსაც! relaxed relaxed relaxed

    1
    გასულია
    სპარტაკი წევრი [?]

    12 თებერვალი 2020 20:54

    მებრძოლია არ ნებდება.. საღოლ სუა.. სუპერ 9

    3
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    12 თებერვალი 2020 17:41

    მიდი სუა მალე დაგვიბრუნდი

    6
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Don_Andresito [?]

    12 თებერვალი 2020 17:15

    ციტატა: lukicha-barca
    ციტატა: gurgenadze86
    ძაან გვაკლია კიდევ ერთხელ დამტკიცდა რამხელა ძალაა სუა გუნდისთვის. და ისიც ჩანს რომ მესის უჭირს სუას გარეშე პისტოლერი ძაან ეხმარებოდა მაგას🙌🙌❤

    სულ მაგას ვიძახდი სუა კი დაბერდა მაგრამ ბებერიც ჯობია ბევრს იმენა კლასია.საფეხბურთო სკოლაში ამის ვიდეოები უნდა ანახო ბავშვებს თუ როგორი უნდა იყოს ფორვადი 9 ნომერი. ჩემთვის პირადად საუკეთესოა სუა თავის პოზიციაზე. დაბერდა მაგრამ უამრვას შრომობს და ჯილკით თამაშობს ყოველთვის ეს კაცი და მაგიტომაც ვცემ დიდ პატივს

    მესი მარტოა ფაქტიურად. პასებს კი აკეთებს მარა სუარესის გარეშე მოთამაშე მესი მაინც ხელებშეკრულია. არავისთან არაა ისეთი შეთამაშებული როგორიც სუარესთან. დაჟე გრიზმანზეც კი აისახა სუას ტრავმა ცუდად. ფორვარდად არ გამოდგა. როცა მარცხნივ თამაშობდა და ბარსა შეტევაში იყყო, მთელი ყურადღება მესი სუარესზე მოდიოდა. გაიხსენეთ აბა როგორი გოოლები გაიტანა ეიბართან სოსიედადთან დორტმუნდთან, 1-1ზე ისე შევიდა წინაღობა არ ქონია. იმიტო რო ყურადღების 90% იმ ორზე იყო. და სუარესის გარეშე ბარსას გამტანი არ ყავს. როგორც კი მესის გატანის პრობლემა ექმნება ეგრევე სუარესს გაააქვს. ეხლა კიდე მესის პატარა ჩავარდნა აქვს გატანის მხრივ და ქულებს ვკარგავთ. ვალენსიასთან და ბილბაოსთან რამდენი მომენტი გაიმაზა. სუარესი გვინდოდა მაგ თამაშში ზუსტად. და ადრე დაბრუნების რა გიითხრათ, დემბელეზეც ეგრე ეგონათ და აჰა. მგონი ბართომეუმ ექიმებიც ვალვერდეს დონის მოათრია.

    7
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    12 თებერვალი 2020 17:14

    დაბრუნდი მალე სუა და ლალიგის მოგებაში დაგვეხმარე, ლიგაზე მაინც არაფრის მაქნისი ხარ და მანდ მაინც ქენი სიკეთე.

    1
    --------------------
    დემბუზ 😭😭😭💖💖💖
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    საიტზეა
    Lionel Messi - 10 ფანი [?]

    12 თებერვალი 2020 16:48

    დარწმუნებულივარ უფრო ადრეც დაბრუნდება ვიდრე ნახევარ ფინალია ეს ისეთი ნადირია არ გამიკვირდება 1 თვეშიც დაბრუნდეს კარიერაში რა თამაშებიც გამოტოვებულიაქ დისკვალიფიკაციის გამო და რაც ბარსაში გადმოვიდა ეგეც გამოასწორა. თუ გაგვიმართლა და ნაპოლის გავდით არი იმის შანსი რო შემდეგ ეტაპზეც შედარებით მარტივი მეტოქე შეგვხვდეს მარა დაცვას თუ არ მოვუმატეთ თუგინდ ის ვალენსიაც გადაგვიმტვრევს მუხლზე. ნაპოლის კიდე მიუხედავად ამისა მგონია მარტივად გავცდებით იქ ისეთი სიტუაციაა რო რავი.

    1
    გასულია
    გიგა 8 წევრი [?]

    12 თებერვალი 2020 15:41

    დელ რეიზე დამწყდა გული ამათაც არ ჯერათ ჩემსავით რო წელს ბარსა რამეს მოიგებს weary weary

    3
    --------------------
    ბარსა? ბარსა კლუბია რომელიც ყოველთვის მეყვარება
    მე ვარ ბარსას ფანი და ვიქნები ნებისმიერ დროს.
    საიტზეა
    lukicha-barca ფანი [?]

    12 თებერვალი 2020 14:45

    ციტატა: gurgenadze86
    ძაან გვაკლია კიდევ ერთხელ დამტკიცდა რამხელა ძალაა სუა გუნდისთვის. და ისიც ჩანს რომ მესის უჭირს სუას გარეშე პისტოლერი ძაან ეხმარებოდა მაგას🙌🙌❤

    სულ მაგას ვიძახდი სუა კი დაბერდა მაგრამ ბებერიც ჯობია ბევრს იმენა კლასია.საფეხბურთო სკოლაში ამის ვიდეოები უნდა ანახო ბავშვებს თუ როგორი უნდა იყოს ფორვადი 9 ნომერი. ჩემთვის პირადად საუკეთესოა სუა თავის პოზიციაზე. დაბერდა მაგრამ უამრვას შრომობს და ჯილკით თამაშობს ყოველთვის ეს კაცი და მაგიტომაც ვცემ დიდ პატივს

    15
    გასულია
    OLD
    OLD გულშემატკივარი [?]

    12 თებერვალი 2020 13:52

    მიდი სუა შენიცი მალეუნდა დაბრუნდე ისე საუბრები მიდის მეც წავიკითხე ბარსა სოსიედადს შეუთანხმდაო ვილიან ჟოზეს ტრანსფერზეო და რაჩემ ივანედ უნდათ ეს ვილიან ჟოზე აზრზე არ ვარ მაგაზე უკეთესი ვერ მონახეს ვინმე

    2
    გასულია
    gurgenadze86 წევრი [?]

    12 თებერვალი 2020 13:49

    ძაან გვაკლია კიდევ ერთხელ დამტკიცდა რამხელა ძალაა სუა გუნდისთვის. და ისიც ჩანს რომ მესის უჭირს სუას გარეშე პისტოლერი ძაან ეხმარებოდა მაგას🙌🙌❤

    15
    გასულია
    BaKuRa Culé [?]

    12 თებერვალი 2020 13:42

    ციტატა: barcelona
    ამ კაცის დაბრუნება ძალიან წაგვადება, მთავარია ფორმიდან არ იყო ამოვარდნილი

    არა რა ამოაგდებდა ფორმიდან smile

    7
    გასულია
    პეპ გუარდიოლა გულშემატკივარი [?]

    12 თებერვალი 2020 13:33

    მიდი სუაა უნდა დაბრუნდე თუარა მარტო მესი ვერ გაქაჩავს ყველაფერს... ეს როიყოს ახლა მომენტების რეალიზება მინიმუმ 50 პროცენტიგ გაიზრდებოდა

    10
    გასულია
    barcelona ახალბედა [?]

    12 თებერვალი 2020 13:19

    ამ კაცის დაბრუნება ძალიან წაგვადება, მთავარია ფორმიდან არ იყო ამოვარდნილი

    3
    გასულია
    Kortes წევრი [?]

    12 თებერვალი 2020 13:09

    Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონა" და "რეალ "სოსიედადი" ვილიან ჟოზეს სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმდნენ.

    კატალონიურ კლუბს ბრაზილიელი თავდამსხმელი 35 მილიონი დაუჯდება. თავდაპირველად იწერებოდა, თითქოს სან-სებასტიანელები მხოლოდ 70 მილიონ ევროზე იყვნენ თანახმა.

    5

    პარტნიორები

    Flashscore.ge