რონალდო: "ბარსელონაში" დარჩენა მინდოდა

რონალდო: "ბარსელონაში" დარჩენა მინდოდა

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა რონლადო "ბარსელონადან" მის წასვლას იხსენებს და აცხადებს, რომ ეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა.

რონალდო "ბარსელონაში" 1996 წელს, პსვ-დან გადავიდა და სადებიუტო სეზონში, 49 თამაშში, 47 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც მილანის "ინტერს" მიაშურა.

"სეზონის ბოლოს ახალ კონტრაქტს ხელი მოვაწერე და ბრაზილიის ნაკრებში სათამაშოდ წავედი.

5 დღის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ახალი კონტრაქტის პირობებში გუნდში ყოფნას ვერ გავაგრძელებდი.

ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არასდროს ყოფილა. მე დარჩენა მინდოდა.

თუ კლუბი ისე არ მაფასებს, როგორც მიმაჩნია, რომ ვიმსახურებ, მაშინ გადაწყვეტილება ჩემი მისაღები აღარაა. დარჩენა მინდოდა, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო." - ციტირებს რონალდოს სიტყვებს DAZN Italia.

2018 წელს, რონალდოს ტრანსფერზე "ბარსელონას" მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჟოან გასპარმა ისაუბრა: "აცრემლებულმა რონალდომ ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ მის აგენტს გაცილებით უკეთესი შეთავაზება ჰქონდა და ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, თუ სხვა გუნდში გადავიდოდა და მეტ ფულს იშოვიდა."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 12 თებერვალი 2020 00:45
    2
    აბა კლუბის პრეზიდენტების ისტორია ნახეთ ნუნიესმა მარადონა გაყიდა გასპარმა რონალდო rage rage rage
    Football
    სტუმარი [?]
    #6 12 თებერვალი 2020 00:18
    5
    ტიტულს ტიტულზე დაადებინებდა რაის კრიზისი რა სისულელეა უდიდესი შეცდომა მთლიანად ფეხბურთისთვის უდიდესი ....... მესიზე არანაკლები ნიჭი ქონდა და ფიზიკურად ტაისონი იყო ტიპი
    ფანი [?]
    #5 11 თებერვალი 2020 23:50
    2
    რა მაგარი იყავი რონალდო, მაგრამ 98 ის ფინალის წაგებას რომელსაც ჩემი ხულიგანკის სხვის ხელში გადასვლა მოყვა ეხლაც ვერ გპატიობ:)
    გულშემატკივარი [?]
    #4 11 თებერვალი 2020 22:08
    2
    ციტატა: cruyff9
    ციტატა: ვიტორ ბორბა ფერეირა
    ყველაზე დიდი შეცდომა ბარსას ისტორიაში, ეხლაც კი ვერ ვინელებ როგორ გაყიდეს, მართალია ფინანსური პრობლემები ქონდათ მარა მაინც.. რო არ გაეყიდათიმ ტრამვასაც არ მიიღებდა და დარწმუნებული ვარ დღეს ბარსას უფრო მეტი ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი ექნებოდა მოგებული..

    Amis da maradonas gashveba!!gaspari rogori dzlieri prezidentic iyo,ar sheefereboda eseti suleluri gadawyvetilebebi


    მაგ დროს ფინანსურ კრიზისში იყო გუნდი და მაგიტომ გაყიდეს, თან ძაან დიდი თანხა იყო იმ დროისთვის 40 მილიონამდე გადაიხადა ინტერმა თუ არ ვცდები
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 11 თებერვალი 2020 21:41
    9
    ეს რომ ბარსაში დარჩენილიყო - არ მიიღებდა ტრამვებს და გაცილებით დიდ კვალს დატოვებდა ფეხბურთში, ჯადოსნური სამი "რ" ბარსაშიც შეიკვრებიდა და გვარდის ბარსაზე არანაკლებ კვალს დატოვებდა ფეხბურთში.როგორ გაყიდეს არ მესმის,თავისი ეპოქის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
    Culé [?]
    #2 11 თებერვალი 2020 21:25
    8
    ციტატა: ვიტორ ბორბა ფერეირა
    ყველაზე დიდი შეცდომა ბარსას ისტორიაში, ეხლაც კი ვერ ვინელებ როგორ გაყიდეს, მართალია ფინანსური პრობლემები ქონდათ მარა მაინც.. რო არ გაეყიდათიმ ტრამვასაც არ მიიღებდა და დარწმუნებული ვარ დღეს ბარსას უფრო მეტი ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი ექნებოდა მოგებული..

    100%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%
    გულშემატკივარი [?]
    #1 11 თებერვალი 2020 21:20
    18
    ყველაზე დიდი შეცდომა ბარსას ისტორიაში, ეხლაც კი ვერ ვინელებ როგორ გაყიდეს, მართალია ფინანსური პრობლემები ქონდათ მარა მაინც.. რო არ გაეყიდათიმ ტრამვასაც არ მიიღებდა და დარწმუნებული ვარ დღეს ბარსას უფრო მეტი ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი ექნებოდა მოგებული..