გვარდიოლა:"ალმერიასთან" მატჩს სრული სერიოზულობით მოვეკიდებით"

  • 28-01-2011, 20:01
  • გვარდიოლა:"ალმერიასთან" მატჩს სრული სერიოზულობით მოვეკიდებით"
    კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ "ალმერიასთან" მატჩის შემდეგ, რომელიც მისმა შეგირდებმა დიდი ანგარიშით 5:0 მოიგეს, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან საქებარი სიტყვები არ დაიშურა "ბლაუგრანას" მიმართ, ამის გარდა დიდი კმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტის გამოც, რომ ახალგაზრდა სერხიო ბუსკეტსმა რამდენიმე ხნის წინ თავისი კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა.

    "გასულ თამაშში ჩვენი დაცვა და თავდასხმა შესანიშნავად გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა 5:0 არის საკმაოდ მაღალი ანგარიში შემდეგ ეტაპზე გასავლელად, მაგრამ ამის მიუხედავად, საპასუხო დაპირისპირებაში ჩვენ დავაფასებთ მეტოქეს და შეხვედრას სრული სერიოზულობით მოვეკიდებით."-განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

    "რაც შეეხება სერხიო ბუსკეტსის საკითხს, რომ მან კლუბთან 2015 წლამდე გაახანგრძლივა ხელშეკრულება, ბოლო დროის ერთ ერთი საუკეთესო ამბავია. სერხიო არის საკმაოდ გამოცდილი მოთამაშე, მას აქვს ბევრი შესანიშნავი წელიწადი ჩვენს სახლში გატარებული. ის არის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი, რომელიც თავის კლუბში კიდევ დიდ ხანს დარჩება და ახალბედა, დამწყებ მოთამაშეებს მაგალითს მისცემს."-ციტირებს პეპ გვარდიოლას სიტყვებს "ბარსელონას" ოფილციალური ვებ გვერდი.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Loading...

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა