ჩავი: ''სესკის ოცნება ბარსაში დაბრუნებაა''

  • 28-01-2011, 19:59
  • ჩავი: ''სესკის ოცნება ბარსაში დაბრუნებაა''
    სესკ ფაბრეგასი, რომელმაც გასულ წელს სამხრეთ აფრიკაში მუნდიალი 8 ''ბარსას'' ფეხბურთელთან ერთად მოიგო ახლოს იყო მუნდიალის შემდეგ კვლავ კატალონიაში დაბრუნებულიყო, თუმცა არსენ ვენგერის თხოვნის შემდეგ ის ისევ ''არსენალში'' დარჩა.
    კითვაზე, გადმოვა თუ არა ფაბრეგასი ''ბარსაში'' ჩავი პასუხობს: '' მე მჯერა, რომ მისი ყველაზე დიდი ოცნებაა დაბრუნდეს ''ბარსელონაში''. მან საჯაროდ განაცხადა, რომ კვლავ სურს ითამაშოს ''ბარსაში''. მან ტრიუმფალურად დაიმკვიდრა თავი ''არსენალის'' შემადგენლობაში, სადაც ის კაპიტანიცაა. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ბევრი რამის მიღწევა შეუძლია. სესკს კიდევ მრავალი კარგი წელი წინ აქვს. გადმოსვლის შემთხვევაში ფაბრეგასი ძალიან მარტივად გაივლის ადაპტაციას. ფაქტობრივად ის აქ გაიზარდა და მასში ''ბარსას'' დეენემია. მაგრამ ეს ტრანსფერი ჩვენზე და მასზე დამოკიდებული არაა, ამ ყველაფერს კლუბები წყვეტენ.


    ჩავი, რომელიც იყო წარდგენილი FIFA Ballon d'Or–ის ნომინაციაზე გაიგო, რომ ბევრი მოიზრებს ფაბრეგასს მის შემცვლელად ''ბარსელონას'' ნახევარდაცვის ცენტრში: '' ეს დამოკიდებულია მის გადმოსვლაზე და ასევე ჩემს ასაკზე. არ ვიცი. მე ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ და თუ სესკი აქ გადმობარგდება ერთმანეთს შესანიშნავად გავუგებთ მოედანზე, როგორ ეს ესპანეთის ნაკრებში ხდება.'' განაცხადა ''ბლაუგრანას'' 31 წლის ნახევარმცველმა.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Loading...

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა