გვარდიოლა მატჩის წინ

გვარდიოლა მატჩის წინ

ხვალ "ბარსელონას" მეტად მნიშვნელოვანი მატჩი აქვს "ერკულესთან", პირველ წრეში სწორედ ამ გუნდმა შეძლო კატალონიელთა დამარცხება, გთავაზობთ ხოსეპ გვარდიოლას კომენტარს მატჩის წინ. 

"ჩვენ ამ სეზონში ერთი მარცხი გვაქვს "ლა ლიგაში", ჩვენ სწორედ "ერკულესმა" დაგვამარცხა მეორე ტურში საკუთარ მოედანზე, ამიტომაც ჩვენ მათ უნდა ვუფრთხილდეთ, ვიგოს ძალიან კარგი შეგირდები ჰყავთ, თამაში გასვლაზე გვიწევს, ამიტომაც ზედმეტად კონცენტრირებულნი უნდა გავიდეთ თამაშზე. ჩვენთვის ეს მატჩი ძალზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი წინ წარმატებისაკენ, რთული გამოცდის ჩაბარება მოგვიწევს "ხოსე რიკო პერესი" –ზე".

მოგეხსენებათ, რომ სეიდუ კეიტას გვარდიოლას თილისმასაც უწოდებენ, იგი ყოველთვის აქებს მალელ ფეხბურთელს. "კეიტა ჩვენი გუნდისათვის მნიშვნელოვანი ძალაა, იგი ყოველთვის მზად არის გუნდს დაეხმაროს, ის ყველასთვის მაგალითია".

"ალვეში გამოჯანმრთელდა, იგი შეძლებს მოედანზე დაჰყოს 90 წუთი. როგორც მოგახსენეთ, ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც ბრაზილიელი ფეხბურთელი თუკი ყველაფერი კარგად იქნა დაჰყოს მოედანზე მთელ მატჩს".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.