As: ინიესტამ "ბარსელონაში" დაბრუნებაზე უარი თქვა
"ბარსელონას" ლეგენდამ, ანდრეს ინიესტამ, კატალონიურ გუნდში დაბრუნებაზე უარი თავად თქვა. ამ ინფორმაციას As ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ, Sport-მა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც, "ბარსა" ინიესტას იანვარში დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ 35 წლის ლეგენდის ამჟამინდელმა კლუბმა, "ვისელ კობემ" ტრანსფერზე უარი განაცხადა.
კატალონიელ ჟურნალისტებს მხარი მადრიდელმა კოლეგებმაც აუბეს, მაგრამ ერთი განსხვავებით - As-ის ცნობით, ინიესტა "ბარსელონას" შეთავაზებით გაკვირვებული დარჩა და კატალონიურ კლუბში დაბრუნებაზე უარი მან თავად თქვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]